ყველაზე ახალგაზრდა ბარსელონელი ჩემპიონთა ლიგაზე

"ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.
გუშინ, "ანტვერპენთან" თამაშის დროს ლამინ იამალი 16 წლისა და 68 დღის იყო. ის "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ამ ტურნირზე უთამაშია.
იამალმა ანსუ ფატის მიერ დამყარებული საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა. ამჟამად "ბრაიტონში" განათხოვრებული ტალანტი 16 წლისა და 321 დღის იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა.
გარდა ამისა იამალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მასზე უფრო ახალგაზრდას მხოლოდ იუსუფა მუკოკოს უთამაშია, რომელიც დებიუტის დროს 16 წლისა და 18 დღის იყო.
ლამინ იამალის გარდა გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა გუნდის კიდევ ერთ ახალგაზრდა ტალანტს, ფერმინ ლოპესს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]