ჰანსი ფლიკის კომენტარი აინტრახტთან თამაშის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "აინტრახტთან" გამართული დაძაბული მატჩის (2-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ბედნიერი ვარ და გუნდით ვამაყობ.
ეს ჩემპიონთა ლიგაა, ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი ევროპაში. იოლი თამაში არ იყო. დიდი სივრცეები არ გვქონდა და უნდა გვებრძოლა.
ქამბექით გახარებული ვარ, რადგან ეს ჩვენს მენტალიტატსა და დამოკიდებულებას აჩვენებს.
კიდევ 6 ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. ყველა მეტოქეს აქვს იმის პოტენციალი, რომ დაგვაზიანოს და ამას უნდა გავუმკლავდეთ.
იამალის გაბრაზება შეცვლასთან დაკავშირებით? შემდეგში ის სათადარიგოზე იქნება, ეს ჩემთვის პრობლემა არაა (იცინის). მას ყვითელი ბარათი ჰქონდა და მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 5 წუთი იყო დარჩენილი, ამიტომ მისი შეცვლა მოგვიწია. ლამინის გრძნობების მესმის, რადგან მოედანზე დარჩენა ყველას სურს. ის ახალგაზრდაა, ასე რომ, ეს საკმაოდ ნორმალურია.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ კუნდე დუბლს შეასრულებდა.
"სპოტიფაი კამპ ნოუ" ნამდვილად საოცარი სტადიონია. გვინდა, ფანებს მადლობა გადავუხადოთ. ფეხბურთელებისთვის მათი მხარდაჭერა წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ეს გუნდის ძალისხმევას 5%-ით ზრდის.
რაშფორდი უნდა გვეთამაშებინა, რადგან რაფინია პირველ ტაიმში ყველგან იყო, რაც გუნდისთვის კარგი არ იყო. სხვადასხვა სიტუაციებთან ადაპტაცია გვჭირდებოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]