ჩემი გუნდით ვამაყობ - ჰანსი ფლიკის კომენტარი ბენფიკასთან მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ თამაშში "ბენფიკას" სტუმრად დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.
საოცარი 90 წუთი ჩავატარეთ. ჩემი ფეხბურთელების თამაშით ვამაყობ. 22-ე წუთიდან კაცნაკლულები ვიყავით და მოვიგეთ... ძალიან ამაყი ვარ.
დღეს გუნდმა ბევრი იმოძრავა, მატჩში ფანტასტიკური ძალისხმევა ჩადო. შჩესნი შესანიშნავი იყო.
კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კაცნაკლული ხარ. შჩესნიმ ფანტასტიკურად ითამაშა.
რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ისიც ვიცით, როგორ მეტოქეს ვუპირისპირდებით... განმეორებითი თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთ. იმედია, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.
აშკარაა, რომ შჩესნი განსხვავებულია. თითოეულ მატჩში ის უფრო თავდაჯერებული და უკეთესია. ვიცი, რომ ვოიცეხს ამ დონეზე თამაში შეეძლო, რადგან ამას ვარჯიშებზე ყოველდღე ვხედავ.
10 კაცით თამაში იოლი არ იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად ვითამაშეთ, თავს გუნდურად ვიცავდით, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ წინ განმეორებითი შეხვედრაა. "ბენფიკა" კარგი გუნდია და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
კუბარსის გაძევების შემდეგ ცვლილება უნდა გაგვეკეთებინა. ოლმო შევცვალეთ. ეს გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, რაც არც მისთვის და არც ჩვენთვის იოლი არ ყოფილა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]