აინტრახტთან თამაშის განაცხადი ცნობილია - ტერ შტეგენი დაბრუნდა
- თამაშის დრო: სამშაბათი, 9 დეკემბერი, 23:55
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტთან" გასამართი მატჩისთვის გუნდის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.
კარგი ამბავი ისაა, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გუნდს გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაუბრუნდა, რომელმაც თამაშის ნებართვა მიიღო.
"ბარსას" ტრავმის გამო კვლავ გავი და დანი ოლმო არ ეყოლება. პირადი მიზეზების გამო ისევ არ იქნება რონალდ არაუხო.
"ბლაუგრანას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბალდე, კუბარსი, ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, იამალი, რაფინია, ჟ. გარსია, რაშფორდი, კრისტენსენი, ფერმინი, კასადო, მარტინი, დე იონგი, ბერნალი, კუნდე, ე. გარსია, შჩესნი, ჟოფრე, დრო, ბარდჯი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]