ბარსელონა-აინტრახტი - ჟერარ მარტინის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: სამშაბათი, 9 დეკემბერი, 23:55
"ბარსელონას" მარცხენა მცველმა ჟერარ მარტინმა ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "აინტრახთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ცენტრალურ მცველად თავს კომოფრტულად ვგრძნობ. სადაც მწვრთნელი მეტყვის, იქ ვითამაშებ. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის მზად ვიქნები.
საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა? კარგ ფორმაში ვართ, კარგი დინამიკა გვაქვს და გვსურს, გაუმჯობესება გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგაზე ქულების დაკარგვა აღარ გვინდა. უნდა მოვიგოთ.
გუნდში თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ. მწვრთნელი თავისი ნდობით ამას მიმტკიცებს.
განსხვავება დაცვის ფლანგსა და ცენტრს შორის? განაპირა მცველის პოზიციაზე პრესინგისას უფრი წინ უნდა იმოქმედო, ცენტრში კი ორთაბრძოლებში უფრო ყურადღებით უნდა იყო.
არ ვიცი, ვართ თუ არა ლიგის მოგების ფავორიტები. რაც შეიძლება ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ, რათა არსებული უპირატესობა არ დავკარგოთ.
"ინტერთან" მარცხი გასულ სეზონში? ეს გარდამტეხი მომენტი იყო. შჩესნი მამხნევებდა და მეუბნებოდა, გამეხსენებინა, სად ვიყავით 2 წლის წინ. მან მითხრა, რომ ბედნიერი უნდა ვიყო და თავი მაღლა ამეწია.
ინიგოს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ის ლიდერი იყო. მის ვიდეოებს ვუყურე, რათა მენახა, როგორ მოქმედებდა... მისგან ვსწავლობ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]