ნიუკასლი-ბარსელონა - ანდრეას კრისტენსენის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ნიუკასლი-ბარსელონა - ანდრეას კრისტენსენის მატჩისწინა პრესკონფერენცია

  • თამაშის დრო: ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 23:00

"ბარსელონას" დანიელმა ცენტრალურმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნიუკასლთან" სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და ბევრი ინტენსიური მატჩი გვექნება. მზად უნდა ვიყოთ. ატმოსფერო გადამწყვეტ როლს ითამაშებს. "სენტ ჯეიმს პარკი" ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია, რომელიც ოდესმე მინახავს. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ზაფხულში კლუბს შევატყობინე, რომ წასვლა არ მინდოდა. ჩემთვის გასული სეზონი რთული აღმოჩნდა, ამიტომ სრულ მზადყოფნაში რომ ვყოფილიყავი, წინასასეზონო სამზადისისთვის ცოტათი ადრე დავბრუნდი. იმედი მაქვს, დავრჩები, მაგრამ საბოლოოდ ეს ჩემს თამაშებზე იქნება დამოკიდებული.

წინ ბევრი შეხვედრაა, ასე რომ, შანსები მექნება. ამ ეტაპზე ყველა კარგად ვთამაშობთ. დაცვის ცენტრში ბევრი როტაციაა შესაძლებელი. რთული სიტუაციაა, მაგრამ მზად ვართ, ვითამაშოთ და ამით ვისიამოვნოთ.

არ ვიცი, ხვალ სასტარტოში ვითამაშებ თუ არა, ეს ჰანსის უნდა ჰკითხოთ. რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ, ისაა, რომ ამისთვის მზად ვიქნები.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მთავარი მიზანია. ამ ტურნირის ყოველი სეზონი განსაკუთრებულია. შარშან თითქმის ფინალში გავედით. ხალხს ამის ახლა გაკეთების დიდი სურვილი აქვს. ეს ჩვენი მიზანია.

ფიზიკური მდგომარეობა? ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გასული სეზონი გადატვირთული გამოდგა. თავს კარგად ვგრძნობ. ფიზიოთერაპევტები ჩვენზე ძალიან ზრუნავენ. კარგ ფორმაში დაბრუნება ჩემთვის მნიშვნელოვანია. მზად ვარ, ვიმუშავო და ვიბრძოლო.

იამალის არყოფნა? ლამინის მსგავსი ფეხბურთელი ასეთი მატჩებისთვისაა შექმნილი. ის დაგვაკლდება. იამალი შესანიშნავად თამაშობს და ამ მომენტებით ცხოვრობს. ვიმედოვნებდით, რომ ის ხელმისაწვდომი იქნებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 წუთის წინ
    0
    ლამინი მართლა ძაან დაგვაკლდება.
    Culé [?]
    #2 6 საათის წინ
    1
    ოღონდ არაუხო არ დავინახო და გინდა ეს იდგეს გინდ გარსია და გინდ 15 წლის ბიჭი ამოწიონ ლა მასიადან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 დღეს, 01:31
    18
    კარგია რომ ფლიკი ამ კაცს ალაპარაკებს მაინც. საინტერესოა ძირითადში როდის დააყენებს? თუ ისევ გარსიას უნდა ვუყუროთ? რა დააშავა კრისტენსენმა. თამამად ვიტყვი, რომ ფორმაში მყოფი კრისტენსენი საუკეთესო ცენტრალური მცველია ბარსელონაში.