კარგ ფორმაში ვარ - რაფინია
"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა რაფინია "ატლეტიკოსთან" შეხვედრის (3-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ვიცით, რომ ბევრი მატჩი გვაქვს და ზოგჯერ ასეც შეიძლება მოხდეს. თამაშის შემოსატრიალებლად ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.
რაც უფრო მაღალ პრესინგს მივმართავთ, მეტოქის კართან უფრო ახლოს ვართ. თუ წინ ბურთს უფრო ხშირად დავიბრუნებთ, უკეთესი იქნება, რადგან ეს გოლის გატანის მეტ შანსს მოგვცემს.
ძალიან კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ საკუთარი თავის საუკეთესო ფიზიკური ვერსია ჯერ კიდევ წინ მაქვს. რა თქმა უნდა, ასეთ მატჩში ცოტა დაღლა ვიგრძენი და შეცვლა სწორედ ამიტომ ვითხოვე. თამაში ვეღარ გავაგრძელე. ასე იყო პედრიც.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]