რაფინიას კომენტარი იანგ ბოიზთან მოგების შემდეგ

რაფინიას კომენტარი იანგ ბოიზთან მოგების შემდეგ

"იანგ ბოიზთან" მატჩის (5-0) საუკეთესო ფეხბურთელმა რაფინიამ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მონაკოსთან" და "ოსასუნასთან" წაგებაზე სწრაფი რეაგირება გვჭირდებოდა. ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვართ. მაღალ პრესინგს მივმართავთ და ეს კარგად გამოგვდის. ფანებთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივია.

ჩემთან მიმართებით რაც ყველაზე მეტად შეიცვალა, ჩემი პოზიციაა. კარგად თამაშისა და დახმარების სურვილი ყოველთვის მქონდა. ყოველთვის უნდა იმოძრაო. არ აქვს მნიშვნელობა, ვიგებთ თუ ვაგებთ, მოედანზე მაქსიმუმი უნდა გააკეთო. მთავარია მოძრაობა და ბევრი გოლის გატანა.

ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლიგის ფაზის ბოლოს ამას მნიშვნელობა ენიჭება.

ჩემი ერთ-ერთი მიზანი ფანებისგან ჩემი სახელის სკანდირება იყო, რაც მოხდა და ეს ჩემთვის ემოციური მომენტი იყო.

მიხარია, რომ ფრენკი დაბრუნდა. ის მოედანსა და გასახდელში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ვამაყობ, რომ "ბარსელონას" ერთ-ერთი კაპიტანი ვარ. ეს დიდი პატივია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 Wednesday, 22:19
    1
    რამდენს ვლანძღავდით ამას, მეც მათ შორის. ჩინური ბრაზილიელს ვეძახდით და უცებ ტიპი გამოცოცხლდა, გოლების შეყრა დაიწყო და რაც მთავარია ჩინური ბრაზილიელიც არაა. ახლა როგორ უნდა თქვა, რომ ამის გარდაქმნაში მწვრთნელის ხელი არ ურევიაო. თუმცა ამ მწვრთნელსაც აკრიტიკებენ უკვე.
    ფანი [?]
    #8 Wednesday, 17:18
    0
    უხდება კაპიტნობა მარა რაღაცას დავაკვირდი ოსასუნასთან რომ შემოვიდა რაფინია პედრიმ მისცა კაპიტნის სამკლაური გუშინ რაფინიას არ მიუცია დეიონგისთვის )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 Wednesday, 14:51
    2
    ეს რა ხოდზეა ტო. ეგეთი შემართებით გააგრძელე შენ ჯიგარო. აი ტორესი და ფატი გასაგდებია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #6 Wednesday, 13:24
    2
    მაგარი ხარ რაფო! ყველასთან კამათის და შენი დაცვის წუთები უაზრო არ ყოფილა ჩემთვის, დარწმუნდა ხალხი რომ ძალიან მშრომელი და საჭირო კაცი ხარ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 Wednesday, 13:20
    2
    ეს მაგრადაა მოხოდილი.მთლად დი მარია არაა მგრამ ასე თუ გააგრძელა მალე დიმკას წონა ექნება .მართლა არ მახსენდება ესეთი მუშა ბრაზილიელი ამ სეზონში ალბათ მაქსიმუმს გვაჩვენებს

    ეს კი გამოსწორდა, მაგრამ ამასთან ერთად მოსულ ტორესს არაფერი ეშველა და მე მგონი აღარც ეშველება, თუ მოხერხდება გაყიდვა ნებისმიერ გასავარდნ გუნდს გამოადგება, მაგრამ არა ბარსას.
    ახალბედა [?]
    #4 Wednesday, 11:50
    6
    ეს მაგრადაა მოხოდილი.მთლად დი მარია არაა მგრამ ასე თუ გააგრძელა მალე დიმკას წონა ექნება .მართლა არ მახსენდება ესეთი მუშა ბრაზილიელი ამ სეზონში ალბათ მაქსიმუმს გვაჩვენებს
    Culé [?]
    #3 Wednesday, 11:36
    7
    კიდევ ცოტაც და მართლა კატალონიური მანქანა გვეყოლება
    წევრი [?]
    #2 Wednesday, 10:40
    11
    სეზონის დაწყებამდე ყველაზე მეტად მინდოდა ეს გაეყიდათ და ვინმე სხვა მოსულიყო ნიკო ან ვინმე მაგრამ ფლიკმა რა უქნა ასეთი არ ვიცი ახლა ამის გარდა ვინც უნდა ის გაყიდონ, აი ფერანი ყიდვის დროიდან მოყოლებული არ მინდოდა და სანამ ფასი აქვს და ნაკრებში კარგათ თამაშობს დროზე გაყიდონ რა აღარ მინდა მაგ საცოდაობის ყურება მონდომება არ აკლია მაგრამ სხვა დანარჩენი კი…

    გუშინ კარგი იყო გუნდი როგორ ცდილობდა ფატიზე ეთამაშა იმედია ჩადგება მაგიც ფორმაში და ფერანის საცოდაობის ყირება აღარ მოგვიწევს, ზაფზულში დეივიდი თუ უფასოდ დავიმატეთ კიდევ 1-2 მეგა ტრანსფერის საშუალება იქნება და მგონი დაბრუნდება ის ბარსა რისი ყურებაც გვიყვარდა რონალდინიოს ეპოქიდან მოყოლებული ასე არ მისიამოვნია როგორც გუშინ არა იანგ ბოისი და ადვილი გუნდის გამო არამედ რა კარგათ თამაშობდა და ხალისობდა ლამინე და პედრიც ეგ არის ფეხბურთი.!!!

    ვისკა ბარსა !!!
    წევრი [?]
    #1 Wednesday, 10:35
    12
    ძალიან შეიცვალა ფლიკის ხელში. თანდათან მართლაც ბარსას ერთერთი ლიდერი ხდება.