ბარსელონასა და რეალ მადრიდის იდენტური შედეგები ბოლო ორ სეზონში

ბარსელონასა და რეალ მადრიდის იდენტური შედეგები ბოლო ორ სეზონში

ლა ლიგის მე-14 ტურში "ალავესთან" მოგებისა და "რეალ მადრიდის" მიერ "ჟირონასთან" ქულების დაკარგვის წყალობით "ბარსელონამ" ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

14 ტურის შემდეგ "ბლაუგრანას" 11 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი, ხოლო "ბლანკოსს" 10 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი დაუგროვდა.

საინტერესოა, რომ გასულ სეზონში 14 ტურის შემდეგ კატალონიურ და მადრიდულ გუნდებს ზუსტად ასეთი შედეგები ჰქონდათ. ერთი წლის წინ ლა ლიგას "ბარსა" 11 მოგებითა და 34 ქულით ლიდერობდა, ხოლო "რეალ მადრიდი" 10 მოგებითა და 33 ქულით მეორე იყო.

ბურთების შეფარდებაში ორივე გუნდს რეგრესი აქვს. წინა სეზონში პირველ 14 ტურში "ბარსას" 42 გატანილი და 14 გაშვებული გოლი ჰქონდა, მიმდინარე სეზონში კი 39 გატანილი და 16 გაშვებული. "რეალ მადრიდის" შედეგი გასულ სეზონში 30 გატანილი და 12 გაშვებული გოლი იყო, მიმდინარეში კი მადრიდელებმა 29 გაიტანეს და 13 გაუშვეს.

წინა გათამაშებაში "ბარსელონამ" ჩემპიონობა მარტივად, ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 დეკემბერი 2025 22:00
    0
    ციტატა: me da barca
    შემდეგი 6 ტური ჩავარდნა გვქონდა, 3 წაგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 მოგება. იმედია იგივე არ განმეორდება.

    მაგის შემდეგ კი გაჩემპიონებამდე მოგებები. ტყუილად იწვალა რეალმა ვითომ კამბეკისთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 დეკემბერი 2025 21:40
    0
    შემდეგი 6 ტური ჩავარდნა გვქონდა, 3 წაგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 მოგება. იმედია იგივე არ განმეორდება.
    წევრი [?]
    #5 1 დეკემბერი 2025 17:26
    0
    Ja morant, ეხლა უყურე და ძაან მაგარია.. მაგას ჩვენ არავინ გამოგვატანს.. წავა პარიზში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 დეკემბერი 2025 17:17
    0
    მე მეგონა გატანილ გოლებში ბევრად დიდი სხვაობა იქნებოდა.
    წევრი [?]
    #3 1 დეკემბერი 2025 14:05
    1
    ხალხნო “როდრიგო მორა” თუ გსმენიათ? პორტოში თამაშობს მესის ძალიან მაგრად ჰგავს თამაშით ძაან საჭირო კაცი იქნება ჩემი აზრით დასათრევია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 დეკემბერი 2025 11:21
    2
    ციტატა: პენდრაგონი
    აუფ სერიოზული რეგრესი ჰქონიათ ბურთებში

    გეთანხმები მარა ხარისხსაც რომ ვხედავთ როგორ დაეცა მცირე სტატისტიკაც ამყარებს მერე ვარაუდებს
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 1 დეკემბერი 2025 11:18
    7
    აუფ სერიოზული რეგრესი ჰქონიათ ბურთებში