ბარსაში მიაჩნიათ, რომ ფერან ტორესის ტრანსფერის გაჭიანურების უკან ვიქტორ ფონტი დგას
კატალონიური Sport საკმაოდ უცნაურ და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ფერან ტორესის "მანჩესტერ სიტიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერი მოსალოდნელზე დიდხანს გაიწელა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ინგლისური კლუბი ყველა საკითხის ძალიან დეტალურად შესწავლას შეუდგა. პირი, რომელიც ამის ინიციატორი იყო და ყველა დეტალს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა, "ქალაქელების" აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანოა.
სორიანო "ბარსელონას" კარგად იცნობს. ის კლუბში ლაპორტას პირველი პრეზიდენტობის დროს მოვიდა და 2003-2008 წლებში "ბლაუგრანას" ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი იყო. თუმცა ფერანს კიდევ უფრო ახლო მეგობრობა აკავშირებს ლაპორტას ყოფილ კონკურენტთან, ვიქტორ ფონტთან.
Sport-ის ცნობით, "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ფერან ტორესის ტრანსფერის გაჭიანურების უკან ვიქტორ ფონტი დგას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]