ბარსელონამ ფერან ტორესის შეძენა სცადა - Sport

ბარსელონამ ფერან ტორესის შეძენა სცადა - Sport

"ბარსელონა" გასულ ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა თავდამსხმელის, ფერან ტორესის დამატებას შეეცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტორესის გაფორმება სცადა, მაგრამ რეალურად ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" გადმოსვლასთან ახლოსაც კი არასდროს ყოფილა. კატალონიურმა კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო 21 წლის შემტევის ტრანსფერის საფასურის გადახდის გადავადების ფორმულები შეისწავლა, თუმცა "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ესპანელი მოთამაშის გაშვებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ფერან ტორესმა გასულ სეზონში "სიტის" მაისურით მონაწილეობა 36 მატჩში მიიღო, რომლებშიც მან 13 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 სექტემბერი 2021 15:17
    0
    ეხ ვინ მოგვცემს მაგას, თანაც ალბათ უფასოდ უნდათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 სექტემბერი 2021 15:18
    0
    ეჰ გუარდიოლა ამას აგ გამოუშვებს თორე კარგი იქნებოდა ძაან ნიჭიერი სხარტი ფეხბურთელია