ბარსელონა მესის ხელფასს გაუნახევრებს - El Chiringuito
El Chiringuito-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" გუნდი ლიდერ ლიონელ მესის ხელფასს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
წყაროს ცნობით, მესის ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 71 მილიონი ევროა. კატალონიური კლუბი აპირებს, არგენტინელს ახალი კონტრაქტი 30-მილიონიანი ხელფასის ოდენობით შესთავაზოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდის კაპიტნის ხელფასი დაახლოებით 58%-ით შემცირდება.
სიახლე არაა, რომ კორონავირუსის პანდემიამ "ბლაუგრანა" ეკონომიკურად ძალიან დააზარალა. კლუბს ახლაც ფინანსური კრიზისი აქვს. ვრცელდება ცნობები იმასთან დაკავშირებითაც, რომ "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სახელფასო ფონდის შესამცირებლად, შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშე გაუშვას.
მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება. არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, ლაპორტას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ლეოს შენარჩუნება და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]