სერჟი რობერტოს იანვარში წასვლა გამორიცხული არაა - MD
"ბარსელონას" უნივერსალის, სერჟი რობერტოს გარემოცვა ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რობერტოს გარემოცვა მიიჩნევს, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი დიდი ხნის წინ უნდა მოგვარებულიყო. ახლა არცერთი სცენარი გამორიცხული არაა, მათ შორის არც სერჟის გუნდიდან იანვარში წასვლა.
გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დღის წინ "ბარსასა" და გუნდის მე-4 კაპიტნის აგენტს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა, იგი მოულოდნელად ჩაიშალა.
სერჟი რობერტო ამჟამად ტრავმირებულია. 29 წლის ფეხბურთელს ოპერაცია სჭირდება, რის გამოც მას, შესაძლოა, 4 თვე გაუცდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]