სერჟი რობერტოსთან მოლაპარაკებები ჩაიშალა
"ბარსელონასა" და გუნდის მე-3 კაპიტანს, სერჟი რობერტოს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ რობერტოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება, ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები შეწყვიტეს. MD-ს ცნობით, ამის მიზეზი ისაა, კლუბი და 29 წლის ფეხბურთელი ხელფასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ.
იგივე წყარო იტყობინება, რომ სიტუაცია ახლა ძალიან გართულებულია და ესპანელმა მოთამაშემ, შესაძლოა, ამ სეზონის ბოლოს კატალონიური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
სერჟი რობერტოს მოქმედი კონტრაქტის ვადა სწორედ მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]