ბარსასა და სერჟი რობერტოს შორის მოლაპარაკებები გრძელდება
"ბარსელონა" გუნდის მე-3 კაპიტანთან, სერჟი რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა და ხელფასის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარომებს. ამის შესახებ ცნობებს Mundo Deportivo ავრცელებს.
MD-ის ინფორმაციით, რობერტო სამშაბათს ჟოან ლაპორტას შეხვდა.
იმავე წყაროს ცნობით, "ბარსამ" 2 კვირის წინ რობერტოს შეთავაზება გაუკეთა, თუმცა 29 წლის მოთამაშეს კლუბს უარი უთხრა. სერჟის "ბლაუგრანაში" დარჩენა უნდა, მაგრამ მას ასევე სურს, რომ თავს ფასეულად გრძნობდეს. ესპანელ უნივერსალს უნდა იცოდეს, რა როლი ექნება გუნდში.
იგივე წყარო იტყობინება, რომ რობერტოთი რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. "ბარსელონასა" და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
სერჟი რობერტოს გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მან მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]