ფერან ტორესისათვის ბრძოლაში "რეალიც" ჩაერთო

ფერან ტორესისათვის ბრძოლაში "რეალიც" ჩაერთო

"ბარსელონა" "ვალენსიას" ახალგაზრდა ფეხბურთელით, ფერან ტორესით ინტერესდება. Marca-ს ინფორმაციით, ესპანელი ტალანტის გარშემო არსებულ სიტუაციას მადრიდის "რეალიც" აქტიურად აკვირდება. ფლორენტინო პერესისთვის მისი შეძენა ზაფხულში ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაბიჯია.

20 წლის შემტევს "ღამურებთან" მიმდინარე კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. თუ ფერანმა ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, "ვალენსიას" მისი გაყიდვა მოუწევს, რათა იგი უფასოდ არ დაკარგოს.

ტორესის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს. გავრცელებული ცნობებით, ალბერტ სელადესის გუნდი ახალგაზრდა მოთამაშის შენარჩუნებას კიდევ რამდენიმე წლით გეგმავს.

Goal-ის თანახმად, ესპანელმა "ღამურების" 2 შეთავაზება უარყო. ამ სეზონში ფერან ტორესმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 35 მატჩში თავი 6 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 აპრილი 2020 16:48
    0
    ანუ ნეიმარის და ლაუტაროს ფული არა აქვთ, არც მცველების და უფასოდ გვინდა თავისუფალ აგენტებად დავიმატოთ, ამ დროს კი ვიღაც 20 წლის პერსპექტიულ შემტევში რომელსაც 35 თამაშში 7 გოლი გაუტანია 100 მილიონად უნდათ? 35 თამაშში კოუტინიოც გაიტანს 7 ბურთს და ამ 100 მილიონს სად აგდებთ? რო მოვიდეს და დემბელეს გადაუჯოკროს ჰოსპიტალში კოტრიალით მერე სად მიდიხართ? ჭკუა აღარავის არ შერჩა გუნდში?