ფერან ტორესმა ერიკ გარსიასა და სერხიო აგუეროზე ისაუბრა

ფერან ტორესმა ერიკ გარსიასა და სერხიო აგუეროზე ისაუბრა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ფერან ტორესმა მისი უკვე ყოფილი თანაკლუბელების, "ბარსელონას" ახალწვეულების, ერიკ გარსიასა და სერხიო აგუეროს შესახებ კომენტარი გააკეთა.

ერიკ გარსია მომენატრება. მისთვის "ბარსელონაში" გადასვლა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ის ტოპ ცენტრალური მცველია. იგი "ბარსას" შესანიშნავი შენაძენია.

აგუეროს კარიერა მასზე ყველაფერს მეტყველებს. მან "მანჩესტერ სიტისა" და ფეხბურთში ისტორია დაწერა. სერხიოს "ბლაუგრანაში" კარგი სეზონი ექნება და გოლებს გაიტანს.

- აცხადებს ფერან ტორესი RAC1-თან ინტერვიუში.

"ბარსელონამ" ერიკ გარსია და სერხიო აგუერო ამ ზაფხულში უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.