პედრის მორიგი უნიკალური მიღწევა
"ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი პედრი რეკორდების მოხსნას განაგრძობს.
როგორც უკვე გაცნობეთ, პედრი ევრო 2020-ის 1/8-ფინალში ხორვატიასთან გასამართი თამაშისთვის ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იმყოფება.
სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანაი Opta-ს ცნობით, პედრი 18 წლისა და 215 დღის ასაკში გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში ითამაშებს.
ესპანელი ტალანტი უეინ რუნის რეკორდს მოხსნის, რომელმაც ევრო 2004-ზე ინგლისსა და პორტუგალიას შორის გამართულ შეხვედრაში 18 წლისა და 244 დღის ასაკში ითამაშა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]