პედრიმ მესის აჯობა

პედრიმ მესის აჯობა

"ბარსელონას" 18 წლის ტალანტისთვის, პედრისთვის "ატლეტიკოსთან" გუშინ გამართული მატჩი საიუბილეო აღმოჩნდა.

პედრიმ გუშინ "ბარსას" მაისურით 50-ე თამაში ჩაატარა. Tribuna-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ესპანელი ნახევარმცველი ისტორიაში გახდა მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

იმავე წყაროს ცნობით, პედრიმ "ბლაუგრანას" რიგებში 50 შეხვედრის ჩატარება 18 წლისა და 5 თვის ასაკში მოასწრო. მან ამ მაჩვენებლით კატალონიელთა ლეგენდის, ლიონელ მესის შედეგი გააუმჯობესა.

3 ყველაზე ახლგაზრდა ფეხბურთელი, რომლებმაც "ბარსაში" 50-მატჩიან ნიშნულს მიაღწიეს:

  1. ბოიან კრკიჩი - 18 წლისა და 3 დღის
  2. პედრი - 18 წლისა და 5 თვის
  3. ლეო მესი - 19 წლისა და 7 თვის

ცნობისთვის, პედრი "ბარსელონაში" პირველ სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე მიმდინარე გათამაშებაში 3 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 მაისი 2021 15:51
    0
    მესი რო 18 წლის იყო გუნდში რონალდინიო, ეტოო, გუდიონსენი, ხავი, ინიეტა იყვნენ და ვინ მისცემდა მაშინ ლეოს ამდენ დროს, ახლა სასტავი საერთოდ აღარა გვყავს და სხვა გზა არ არის უნდა ვათამაშოთ ახალგაზრდები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 მაისი 2021 13:24
    0
    ფატის რომ ტრავმა არ მიეღო ბოიანის რეკორდსაც მოსხნიდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 მაისი 2021 02:09
    0
    თამაშის რაოდენობა არაა მთავარი
    Culé [?]
    #1 9 მაისი 2021 22:42
    1
    იმედია ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრი გვეყოლება მომავალში ისევე როგორც წარსულში❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "