2 რეკორდი, რომელიც ანსუ ფატიმ "დორტმუნდის" წინააღმდეგ შეიძლება დაამყაროს

2 რეკორდი, რომელიც ანსუ ფატიმ "დორტმუნდის" წინააღმდეგ შეიძლება დაამყაროს

როგორც ჩანს ანსუ ფატის არ შეუძლია ერთი რეკორდის შემდეგ, მეორეც არ დაამყაროს. მას შემდეგ, რაც მან "ბარსელონას" მაისურით ყველაზე ადრეულ ასაკში გოლი გაიტანა, შემტევმა მეორე რეკორდიც მიითვალა: გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც გააკეთა ("ვალენსიას" წინააღმდეგ).

16 წლის ფეხბურთელს აქვს შანსი კიდევ ერთხელ დაწეროს ისტორია, მაგრამ ამჯერად ევროპულ სარბიელზე. პირველ რიგში, "დორტმუნდთან" მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში იგი "ბარსელონას" რიგებში გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა მიიღო. ფატი ბოიან კრკიჩის რეკორდს გააუმჯობესებს.

Mundo Deportivo-ს თანახმად, მეორე დასამყარებელი რეკორდი უფრო შთამბეჭდავია. თუ ანსუ ფატი გოლს გაიტანს, იგი გახდება არა მხოლოდ "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე გოლი გაიტანა, არამედ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ოდესმე გაუტანია.

ამ მომენტისთვის ეს რეკორდი პეტერ ოფორი-ქუაიეს ეკუთვნის (17 წლისა და 195 დღის), რომელმაც 1997 წელს, "ოლიმპიაკოსის" რიგებში გაიტანა.

წარმოგიდგენთ ყველაზე ახალგაზრდა გამტანებს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში:

  1. პეტერ ოფორი-ქუაიეს (17 წლისა და 195 დღის, 1997 წელს) გოლი "როზენბერგის წინააღმდეგ.
  2. მატეო კოვაჩიჩის (17 წლისა და 216 დღის, 2011 წელს) გოლი "ლიონის" წინააღმდეგ.
  3. სესკ ფაბრეგასის (17 წლისა და 218 დღის, 2004 წელს) გოლი "როზენბერგის" წინააღმდეგ.
  4. ბოიან კრკიჩის (17 წლისა და 218 დღის, 2008 წელს) გოლი "შალკეს" წინააღმდეგ.
  5. მარტინ კლაინის (17 წლისა და 241 დღის, 2002 წელს) გოლი "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Coutinho 7
    სტუმარი [?]
    #4 16 სექტემბერი 2019 15:55
    2
    ციტატა: CuLe ♥
    არტური - დე იონგის დუეტი დააყენოს! ანსუს შემოყვანა მეორე ტაიმში.. ლიგაა და დორტმუნდია, ყველაფერი ერთად არ შეიძლება.. :))) 💙 ❤️

    ვალენსია იყო მაგრამ კი დაახვია თავბრუ მცველებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 სექტემბერი 2019 15:49
    1
    ციტატა: Andres_Iniesta
    ციტატა: gio-rakitich
    აუ ძალიან ნიჭიერები არიან ესეც უფრო და პერესიც,იმედია არ ჩაიკარგებიან heart_eyes

    პერესის რა მიგახსენო მარა ანსუ უდაოდ..

    პერესი უფრო ტეხნარი ჩანს..ჯერჯერობით ესეთ შთაბეჭდილებას ტოვებს..ვნახოთ ვნახოთ
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    CuLe ♥
    სტუმარი [?]
    #2 16 სექტემბერი 2019 14:40
    1
    არტური - დე იონგის დუეტი დააყენოს! ანსუს შემოყვანა მეორე ტაიმში.. ლიგაა და დორტმუნდია, ყველაფერი ერთად არ შეიძლება.. :))) 💙 ❤️
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 16 სექტემბერი 2019 14:32
    5
    ციტატა: gio-rakitich
    აუ ძალიან ნიჭიერები არიან ესეც უფრო და პერესიც,იმედია არ ჩაიკარგებიან heart_eyes

    პერესის რა მიგახსენო მარა ანსუ უდაოდ..