ელჩე-ბარსელონა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: შაბათი, 31 იანვარი, 23:55
ამაღამ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში "ელჩეს" სტუმრად დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ელჩე" ძალიან მამაცი გუნდია, რომელიც ბევრ საგოლე მომენტს ქმნის. მათი თამაშის სტილი ძალიან მომწონს.
სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი... ლა ლიგა შესანიშნავი ჩემპიონატია. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, ისევე, როგორც "რეალ მადრიდი", "ატლეტიკო" ან "ვილიარეალი".
დარწმუნებული ვარ, ბერნალი მომავალში "ბარსას" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. მასთან მიმართებით სიფრთხილე გვმართებს, რადგან ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც სერიოზული ტრავმა მოირჩინა. მარკი პროგრესით თავს კარგად გრძნობს.
ჩვენ "ბარსა" ვართ და ყველა ტიტულის მოგება გვინდა. მომდევნო მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია და სრულად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
დრო? გადავიფიქრე, მასზე საუბარი არ მინდა. ის ძალიან მომწონს, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე. აქ დროს, შესაძლოა, დიდი მომავალი ჰქონოდა. მისი გვჯეროდა.
საბედნიეროდ, ტრავმირებული ფეხბურთელები ბრუნდებიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შესანიშნავი გუნდი გვყავს. ასევე გვყავს "ლა მასიას" მოთამაშეები, რომლებსაც ვენდობი.
საპრეზიდენტო არჩევნები? ამაზე ჩემი აზრი უკვე იცით. კლუბისთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა ამას ვხედავ.
კასადო ნამდვილი პროფესიონალია, ისევე, როგორც ბერნალი. როდესაც "ბარსაში" თამაშობ და ახალგაზრდა ხარ, ემოციური ვნება ძალიან მნიშვნელოვანია... ამ ფერებს ყველა გულით გრძნობს. ფეხბურთში, შესაძლოა, ყველაფერი მყისიერად შეიცვალოს. მადლობელი ვარ, რომ ისინი დარჩნენ.
ჩემპიონთა ლიგა? ვამაყობთ, რომ 8 საუკეთესო გუნდში ვართ, მაგრამ ვიცით, რომ გაუმჯობესება გვჭირდება.
ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია და მისი მოგება ყველას სურს. ამ ოცნების მისაღწევად ყოველდღიურად უნდა გავუმჯობესდეთ. ეს იოლი არ იქნება და ბევრი უნდა ვიმუშავოთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 1 ]