სლავია-ბარსელონა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: ოთხშაბათი, 21 იანვარი, 23:55
ხვალ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში პრაღის "სლავიას" სტუმრად დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ხვალ რთულ მატჩს ველი. "სლავია" პრესინგს მიმართავს. გამარჯვებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
"სლავია" არის გუნდი, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავს და რომელსაც ყოველთვის შეტევა სურს. ისინი კონტრშეტევებზე საფრთხეს ქმნიან. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის მაღალ საშემსრულებლო დონეს მოითხოვს. რთული თამაში იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გავუმკლავდებით.
დიდი პოტენციალი გვაქვს. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვცდილობთ, თითოეულ მატჩში რაღაცები გავაუმჯობესოთ. ყველას აქვს პოტენციალი, რომ მაქსიმალურად უმაღლეს დონეს მიაღწიოს.
დილით ტერ შტეგენმა გვითხრა, რომ "ჟირონაში" გადადის. ვფიქრობ, ის ფანტასტიკური მეკარეა. კლუბის მომავლისთვის სხვა გზა ავირჩიეთ და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მარკს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ის, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიხილოთ.
ბარდჯი ძალიან მაღალ დონეზე ვარჯიშობს. მის პოზიციაზე იამალთან კონკურენცია იოლი არაა, მაგრამ ხვალ მან, შესაძლოა, ითამაშოს.
ვფიქრობ, რაფინია სათამაშოდ მზადაა.
ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველა ოცნებობს. როდესაც "ბარსაში" თამაშობ, ეს შენი მიზანია. მიზანი ასეთი ტიტულების მოგებაა. ამისთვის მზად ვართ.
"რეალ სოსიედადთან" თამაშის შემდეგ პედრის ვესაუბრე და მითხრა, რომ კარგადაა. პედრი და დე იონგი უმაღლეს დონეზე თამაშობენ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 7 ]