ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ელ კლასიკოს წინ

- თამაშის დრო: კვირა, 11 მაისი, 18:15
ხვალ სეზონის მორიგი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში "რეალ მადრიდს" ვუმასპინძლებთ. "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
არა მგონია, ბალდე ან ლევანდოვსკი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. მარტინი ძალიან კარგია. ალეხანდრომ და რობერტმა, შესაძლოა, მეორე ტაიმში ითამაშონ.
ფეხბურთელები ენერგიულად არიან. ბოლო 4 თვეში შესანიშნავი სამუშაო შესრულდა და გვინდა, ასე გავაგრძელოთ.
ხვალ შჩესნი ითამაშებს.
კარგად ვთამაშობთ. მილანში მარცხის შემდგომ რთულ სიტუაციას კარგად ვუმკლავდებით. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. საუკეთესო ფორმის დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნება.
ყველამ ვიცით, რომ "ელ კლასიკოში" საუკეთესოები უნდა ვიყოთ. მოედანზე ინტენსივობა, დომინირება... "რეალ მადრიდი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ სახლში გულშემატკივრების მხარდაჭერა უნდა ვიგრძნოთ.
მხოლოდ ამ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ყველაფერს გავაკეთებთ და 3 ქულას მოვიპოვებთ.
"რეალ მადრიდი" ჩვენს დამარცხებას ყველანაირად ეცდება. მოგება გვინდა. ეს ჩვენი მენტალიტეტია.
გარსია და მარტინი პროფესიონალები არიან. ისინი სეზონის დაწყების შემდეგ ბევრად გაუმჯობესდნენ და ეს ჩემთვის გასაკვირი არაა. ერიკი ყოველთვის მომწონდა. მისი მენტალიტეტი, დამოკიდებულება და მრავალფეროვნება მომწონს.
ერთმანეთს ორი ძალიან კარგი გუნდი უპირისპირდება. ვიმედოვნებთ, რომ საშინაო მოედნის უპირატესობა გვექნება.
ბედნიერი ხარ, როცა მწვრთნელი ხარ და ვარჯიშების ხარისხსა და ინტენსივობას ხედავ. მომდევნო ტიტულს მოუთმენლად ველით.
ინიგო განსხვავებული მოთამაშეა, მაგრამ მისი გაუმჯობესება აშკარაა. სეზონის დასაწყისიდან ვხედავთ, რომ ის ლიდერი, მებრძოლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]