ბარსელონა-კოპენჰაგენი - დანი ოლმოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-კოპენჰაგენი - დანი ოლმოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

  • თამაშის დრო: ოთხშაბათი, 28 იანვარი, 23:55

"ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა დანი ოლმომ ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში "კოპენჰაგენთან" დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ამ მატჩს იმავე სურვილითა და ენთუზიაზმით ვხვდებით. ვიცით, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ, მაგრამ 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა გვინდა და ამისთვის მოგებაა საჭირო.

ჩვენი მიზანი მოგებაა, შემდეგ კი რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გამარჯვება პრიორიტეტია. საერთოდ არ გვაღელვებს, რას გააკეთებენ სხვა გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე.

პედრისა და დე იონგის არყოფნა ჩვენზე მოქმედებს, რადგან ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, მაგრამ ეს გასამართლებელი საბაბი არაა. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ - კასადო, ბერნალი, ერიკ გარსია. ასე რომ, პრობლემა საერთოდ არაა. ამ პოზიციაზე ადრე მეც მითამაშია და არანაირი პრობლემა არ იქნება.

ფერმინი ფანტასტიკური ფეხბურთელი და თანაგუნდელია. პირადად მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მოედანზე და მის მიღმაც ერთმანეთს კარგად ვუგებთ. მართალია, ზოგჯერ ისე ჩანდა, რომ ან მე ვთამაშობდი ან ფერმინი, მაგრამ ჩვენთვის ეს პრობლემა არასდროს ყოფილა. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და ერთად თამაში შეგვიძლია.

დრო? ყველას თავისი მიზეზები აქვს. მისი წასვლა ძალიან სამწუხაროა, რადგან ის ამ კლუბში გაიზარდა და უკვე გუნდის დინამიკის ნაწილი იყო. სამწუხაროა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მისი გადაწყვეტილებაა. დროს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ.

მიზანი გასული სეზონის გაუმჯობესება, გამარჯვებების გაგრძელებაა. ვფიქრობ, ამას მთელი გუნდი აცნობიერებს და მიზანს მივაღწევთ.

საჯარიმო დარტყმები? ამაზე ვვარჯიშობთ. მე ერთ-ერთი ის მოთამაშე ვარ, რომელიც ჯარიმებს ასრულებს, ასევე კუთხურებს. ამ პასუხისმგებლობის აღებაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ზოგჯერ არის სიტუაცები, როდესაც გარკვეულ ტაქტიკურ მოქმედებებს ან სხვა ვარიანტის შესრულებას ვამჯობინებთ.

ფავორიტი პოზიცია? 10-იანი, მაგრამ სხვა პოზიციაზე, საჯარიმოში უფრო ღრმად ან უფრო ცენტრალურ ზონაში თამაშის პრობლემა არ მაქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #3 Wednesday, 20:29
    0
    დროს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ კიარა ერთი დროს დედასაც ….
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 Wednesday, 14:30
    0
    მოგება გვინდა დიდი სხვაობით, მაგრამ ძალიან რთული იქნება.
    [?]
    #1 Wednesday, 10:58
    0
    წადი შე მაზილა :D