ბარსელონა-კოპენჰაგენი - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-კოპენჰაგენი - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

  • თამაშის დრო: ოთხშაბათი, 28 იანვარი, 23:55

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში "კოპენჰაგენთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ "კოპენჰაგენს" პატივს ვცემთ, რადგან მოგება მათაც სჭირდებათ. ჩვენი მიზანი 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაა. ჩვენი საქმე ესაა. დიდი შანსია, რომ პირველ 8 გუნდში მოვხვდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ახალი ფორმატი მომწონს.

საკუთარ თავზე ვართ ფოკუსირებულები და იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ხელშია. უმეღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს პატივი ვცეთ.

ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია? უმაღლეს დონეზე თამაში და მოგება. ეს ჩვენი ფილოსოფიაა. ეს ჩემპიონთა ლიგაა და უმაღლესი დონე უნდა ვაჩვენოთ. გვჯერა ჩვენი სტილის, ფეხბურთის ასე თამაშის და მინდა, სწორედ ეს ვნახო.

დანაკლისი ნახევარდაცვაში? ვფიქრობ, წარსულშიც ვაჩვენეთ, რომ ასეთ სიტუაციებთან გამკლავება შეგვიძლია და სათადარიგო სკამზეც კარგი მოთამაშეები გვყავს. ასე ხდება. სასტარტო შემადგენლობაში 11 ფეხბურთელია, კიდევ 5-მა კი, შესაძლოა, შეცვლაზე ითამაშოს. მნიშვნელოვანია, მათ აჩვენონ, რომ ამ დონეზე თამაში შეუძლიათ. ყოველთვის გუნდურად ვმოქმედებთ.

ფერანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და ის ხვალინდელი შეხვედრისთვის მზადაა.

ფერმინი? მისი მოგზაურობა "ლა მასიადან" პირველ გუნდამდე იდეალურია. ვფიქრობ, ის აქ გატარებული ყოველი დღით ტკბება. ფერმინი ჩვენთვის სხვადასხვა პოზიციაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ასევე მისი მენტალიტეტი და მოქმედებები თითოეულ თამაშში ბრწყინვალეა. ის კარგად მოქმედებს ბურთის გარეშეც, კარის წინაც. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფერმინი გუნდში მყავს.

ბარდჯი? მან რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე რუნისთვის ყველაფერი იოლი არაა, რადგან ამ პოზიციაზე ყოველთვის იამალს ადარებენ, მაგრამ, რასაც ვარჯიშებზე და ასევე მატჩებში ვხედავ, მან ბევრად მოუმატა. ბარდჯი პროფესიონალია და ფოკუსირებულია იმაზე, რომ დღითი დღე უკეთესი გახდეს. მისგან სწორედ ამის დანახვა მინდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 Wednesday, 22:36
    0
    ციტატა: PUIOL5
    ყლაპორტას ვითომ გარემონტებული სტადიონი და რეალურად მოტეხილი ფულები.. ყველა წვიმის დროს მთელი სტადიონი იტბორება თავისი ტრიბუნებით.

    როცა დასრულდება და თუ მერეც დაიტბორა, მაშინ მეც ვაგინებ, მაგრამ რას ელოდი ისეთი სტადიონისგან, რომელსაც სახურავი არააქვს?! მარტო ცუდი კი არა კარგიც უნდა ვნახოთ ზოგჯერ.
    Culé [?]
    #13 Wednesday, 20:27
    0
    ეხლა არ მოიგონონ არაფერი, მოსაგებია მარტივად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 Wednesday, 14:51
    1
    ციტატა: PUIOL5
    ყლაპორტას ვითომ გარემონტებული სტადიონი და რეალურად მოტეხილი ფულები.. ყველა წვიმის დროს მთელი სტადიონი იტბორება თავისი ტრიბუნებით.

    ეგ კადრები მეც ვნახე, მაგრამ რა უნდა ქნან? ზედა ტრიბუნები მზად არაა და გადახურვას მეორეზე იარუსზე ხო არ გააკეთებენ.
    ფანი [?]
    #11 Wednesday, 01:15
    0
    ციტატა: PUIOL5
    ყლაპორტას ვითომ გარემონტებული სტადიონი და რეალურად მოტეხილი ფულები.. ყველა წვიმის დროს მთელი სტადიონი იტბორება თავისი ტრიბუნებით.

    https://vt.tiktok.com/ZSam9NJuK/
    ფანი [?]
    #10 Tuesday, 23:56
    0
    ყლაპორტას ვითომ გარემონტებული სტადიონი და რეალურად მოტეხილი ფულები.. ყველა წვიმის დროს მთელი სტადიონი იტბორება თავისი ტრიბუნებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 Tuesday, 22:19
    3
    გილოცავთ ონშტეინს, იმედია გერარდ მარტინს მაინც აჯობებს, კარგი მცველი ჩანს, ძალიან ბევრ გრძელ პასს აკეთებს 90% იანი სიზუსტით.
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გულშემატკივარი [?]
    #8 Tuesday, 21:47
    4
    კოპენჰაგენს თუ იოლად ვერ მოუგებ პედრის გარეშე,მაშინ სულ რო 2 პედრი გყავდეს ლიგას მაინც ვერ მოიგებ.
    Culé [?]
    #7 Tuesday, 20:32
    4
    რთული თამაში იქნება წესით იმედია სახლსის კედელები მოხოდას და გადაუვლიან.
    გულშემატკივარი [?]
    #6 Tuesday, 18:12
    2
    ერთი თვე უნდა გადავაგოროთ სტაბილურად
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო
    Culé [?]
    #5 Tuesday, 18:09
    1
    ხვალინდელი ნახევარდაცვა ალბათ კასადო-ოლმო-ფერმინი იქნება. გარსიას ცენტრში დააყენებს წესით რადგან მარტინი ბოლო პერიოდია აჭრილია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Tuesday, 18:04
    0
    ციტატა: C.PC5
    ნახევარდაცვა რთული ასარჩევი იქნება, ფერმინს ატიანზე და უკან ოლმო-გარსიას დავუყენებდი მე მაგალითად, ბერნალს და კასადოს არ ენდობა ფლიკი ისედაც და არც ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას კასადო ამ ბოლოს, ბერნალი კიდე გამოუცდელია და მაინც მნიშვნელოვანი თამაშია.

    კი ეგრეა პედრი/დე იონგის არ ყოფნაში ერიკ გარსია/ოლმო/ფერმინ ლოპესის ვარიანტია საუკეთესო ალბათ
    გულშემატკივარი [?]
    #3 Tuesday, 18:03
    0
    პედრის გარეშე გვიწევს თამაში ისევ და უმაღლესი დონე გვინდაა ცოტა რთულიაა, თუმცა ბარსა ვართ და ასეთ სიტუაციას უნდა მივხედოთ თავისუფლად პედრის ჩანაცვლება 1 კაცით თუ არაა ორი კაცით შეილება, მაგალითად ლამინი ან რაფინია რომ ათამაშოს შემტევ ნახევარმცველად…
    გარსია
    კუნდე,კუბარსი-მალდინი,კანსელუ/ბალდე
    დე იონგი-ბერნალი/კასადო
    რაფინია/იამალი
    ბარდჯი რაშფორდი
    ლევანდოვსკი/ფერანი
    და რა თქმა უნდა შეცვლებიც შესაბამისად, შემტევიც არი ესე გუნდი და თან ცენტრის კონტროლი კოპენჰაგენთან არ უნდა გაჭირდეს, რავი გასაგებია პედრი რა კალიბრიც არი, თუმცა აქ ამ ბარსას რესურსი რომ პედრის არ ყოფნა ესეთ გუნდებთან არ შევიმჩნიოთ…და საერთოდ ისეთი მარტივი კალენდარია ყველა მოსაგებიააა., მსაჯები თუ არ ჩაგვიდებენ რამეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 Tuesday, 17:53
    1
    ნახევარდაცვა რთული ასარჩევი იქნება, ფერმინს ატიანზე და უკან ოლმო-გარსიას დავუყენებდი მე მაგალითად, ბერნალს და კასადოს არ ენდობა ფლიკი ისედაც და არც ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას კასადო ამ ბოლოს, ბერნალი კიდე გამოუცდელია და მაინც მნიშვნელოვანი თამაშია.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Tuesday, 17:13
    1
    პედრის გარეშე ყველგან ჭირს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid