ბარსელონა-ოვიედო - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-ოვიედო - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

  • თამაშის დრო: კვირა, 25 იანვარი, 19:15

დღეს "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში "ოვიედოს" უმასპინძლებს. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

საპრეზიდენტო არჩევნები? რაც უფრო მალე ჩატარდება, უკეთესია. ეს კარგი სიახლეა. არ ვფიქრობ, რომ ეს გუნდზე იმოქმედებს. ჩვენი საქმე მოედანზე მაქსიმუმის გაკეთებაა.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაფერი დადებითად შეიცვალა. დიდი ინვესტიეციები არ ჩაგვიდია. "ლა მასიელებს" შესაძლებლობები მივეცით. კლუბის მომავალს ფანები გადაწყვეტენ.

თუ შევძლებ, ხმის მიცემაში მონაწილეობას მივიღებ.

ჩემი ხმა საიდუმლოა (იცინის).

სტანდარტულებიდან გაშვებული გოლები? სავარჯიშოდ დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ ამაზე ვისაუბრეთ. პრაღაში ადაპტაციისთვის დრო გვჭირდებოდა. გუნდს ვენდობი.

არაუხომ, შესაძლოა, სასტარტოში ითამაშოს. ვნახოთ. ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.

გავის ყოველდღე ვხედავ. ის უმჯობესდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, მან სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ იჩქაროს. გავის წინ ხანგრძლივი კარიერა აქვს და სიჩქარე საჭირო არაა.

ვფიქრობ, კუბარსიმ ბოლო მატჩებში ბევრი ითამაშა და ნორმალურია, რომ ზოგიერთ სიტუაციაში მოწოდების სიმაღლეზე არაა. მას დიდი პოტენციალი აქვს. ამ ასპექტების გამუჯობესებაზე პაუსთან ერთად ვმუშაობთ.

ფერმინს მატჩების მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია და მისგან სწორედ ეს გვჭირდება. ზოგჯერ მას ბურთთან ცოტათი მეტი სიმშვიდე მართებს. ის ძალიან დინამიურია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #6 Sunday, 20:24
    1
    მიდი ჰანს გადაუარე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 Sunday, 19:11
    2
    მაგარი კაცია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Sunday, 17:15
    1
    ფერმინზე ყველაფერი სწორედ თქვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 Sunday, 15:29
    0
    კუბარსი სკამზე დასვი. არაუხო ძირითადში ჭირდება მაგ ბიჭს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 Sunday, 15:09
    0
    რეალ ოვიედო, დავაზუსტებ, ამას რომ წარმოიდგენენ, გადახსნიან, თორე შეიძლება დაეზაროთ smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Sunday, 14:43
    4
    ნეტა ლაპორტაზე რას ფიქრობს თვითონ, რაც ფლიკი მოვიდა ერთი გარსია მოუყვანეს ნორმალური დანარჩენი არ აღირსეს წესიერი ტრანსფერი, ოლმოს რომ უნდა გაემართლებინა ნახევარჯერ დამტვრეულია და ტრანსფერებით ვერ იქნება მთლად კმაყოფილი მემგონი. კუბარსი რომ სკამზე გადააჯინა ვეთანხმები მაგაში, გადაღლილობის ბრალია თუ წესიერი მეწყვილის არყოლის ეგ საკითხავია მარა ფაქტია რომ რეგრესი აქვს და სანამ ხასიათში გადაუვიდა დაისვენოს ჯობია, არაუხოც მიიღებს აგერ შანსს და ვნახოთ რა ისწავლა სულიერი განწმენდის მერე, ზაფხულამდე მაგის გაშვება მაინც გადადებულია და ოვიედოსთან მაინც გამოიყენებს ფლიკი.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"