ფრენკი დე იონგი დისკვალიფიცირებულია

ფრენკი დე იონგი დისკვალიფიცირებულია

"სლავიასთან" გუშინ სტუმრად გამართულ მატჩში (2-4) მიღებული გაფრთხილების გამო "ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

დე იონგმა ყვითელი ბარათი თამაშის მიწურულს მიიღო. "ნიუკასლთან" და "პარი სენ-ჟერმენთან" მიღებული გაფრთხილებების შემდეგ ეს მიმდინარე გათამაშებაში ფრენკის მე-3 ყვითელი ბარათი იყო, რაც ავტომატურად ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს.

ეს ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში "კოპენჰაგენთან", 28 იანვარს, "ბარსას" დე იონგი ვერ დაეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 იანვარი 2026 04:37
    0
    კოპენჰაგენს ამის გარეშეც მოვუგებთ ეგ არაა სანერვიულო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 23 იანვარი 2026 04:22
    0
    დე იონგის გარეშეც მარტივად უნდა მოვიგოთ
    წევრი [?]
    #5 22 იანვარი 2026 19:53
    0
    me da barca, მასნანო უბრალოდ საშინელი მსაჯია, მიკერძოებულობა არაფერ შუაშია, მადრიდელებს არანაკლებ გვძულს ეგ ტიპი დამიჯერე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 იანვარი 2026 15:48
    8
    მანსანო და ვარის მსაჯი ჩირო გრანდე ფიფამ მოკვეთა მსოფლიო ჩემპიონატიდან. (ფბ)
    ლა ლიგამ ესენი ლამის პრეზიდენტივით ხელშეუხებელი გახადა. რაც არ უნდა არაკანონიერად მოიქცნენ შეპასუხებაც არ შეიძლება, აქეთ შენ დაგსჯიან. თავში აუვარდათ და რაც მოესურვებათ იმას აკეთებენ, როგორც მოესურვებათ ისე დაგიდებენ სურათს. თუ საჭირო გახდა ნახევარმეტრიან ბუცებსაც ჩააცმევენ, არაა პრობლემა, ხაზს სადაც მოუნდებათ იქ გაავლებენ და ამისთვის არავინ არაფერს არ ეტყვის, თუ რეალს არ შეეხები რა თქმა უნდა. ესპანეთის მსაჯობა არის საზიზღრობა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 იანვარი 2026 13:36
    1
    ბოლო პერიოდში კარგად ჩატარებული მატჩების ბოლოს სულ ბარათს იღებს ხოლმე, რომელიც მერე დისკვალიფიკაციას იწვევს😃😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 იანვარი 2026 12:50
    4
    აი იმ ცენტრში რათ უნდოდა გაშლილი ფეხით ჩახტომა, თუ კიდევ გამწარებული იყო ფეხებშუა რო გაუტარეს. სხვამხრივ ეგ რო გასულ წლებთან შედარებით ბევრად კარგი გახდა აღარავინ დაობს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 იანვარი 2026 12:39
    2
    აი რა უაზრო ყვითელი აიკიდა ტიპმა