ჰანსი ფლიკის კომენტარი სლავიასთან მოგების შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "სლავიასთან" სტუმრად გამართული შეხვედრის (2-4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
იოლი თამაში არ იყო. ძალიან ციოდა და "სლავია" ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მატჩამდე ვთქვი, რომ ეს ფიზიკური საკითხი იქნებოდა და რომ მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და თავის დაცვა მარტივი არ იქნებოდა.
გუნდის რეაქციით ძალიან კმაყოფილი ვარ. საბოლოოდ, 3 ქულა დავიმსახურეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ თამაშის შემდეგ.
ფერმინი ძალიან კარგი იყო. ოლმომ შემოსვლიდან მალევე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ლევანდოვსკიმ 90 წუთი ითამაშა და ბოლომდე იბრძოლა, რაც ფანტასტიკური სანახავია.
ზუსტად არ ვიცი, როგორ არის პედრი, მაგრამ მას ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს. ხვალამდე უნდა მოვიცადოთ, მაგრამ ეს კარგი ამბავი არაა.
დღეს ვნახეთ, როგორი რთულია ჩემპიონთა ლიგა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგებაა. მომდევნო ოთხშაბათს ყველაფერი გადაწყდება. 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.
- ციტირებს ფლიკის სიტყვებს "ბარსას" ოფიციალური ვებგვერდი.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 5 ]