ოფიციალურად: პედრი ერთი თვე ვერ ითამაშებს
გუშინ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა - პედრი ტრავმირებულია და მას დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.
"ბარსელონას" მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ 23 წლის ნახევარმცველს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს. კატალონიური კლუბი მკურნალობისთვის საჭირო დროსაც ასახელებს - დაახლოებით ერთი თვე.
ეს ტრავმა ნიშნავს, რომ პედრი ვერ ითამაშებს "ოვიედოსთან", "კოპენჰაგენთან", "ელჩესთან", "ალბასეტესთან", "მალიორკასთან" და "ჟირონასთან. ასევე საეჭვოა მისი მოედანზე გამოჩენა "ლევანტესთანაც".
ეს უკვე მე-14 ტრავმაა, რომელიც პედრიმ "ბარსელონაში" თამაშის დროს მიიღო. 2021/22 წლების სეზონიდან მას უკვე 531 დღე და 94 თამაში გაუცდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 17 ]