ფრენკი დე იონგი და მარკ კასადო დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან

ფრენკი დე იონგი და მარკ კასადო დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან

ხვალ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ბელგიურ "ბრიუგეს" სტუმრად დაუპირისპირდება.

პედრის ტრავმის შემდეგ ჰანსი ფლიკმა გადაწყვიტა, ნახევარდაცვაში ერთმანეთს მარკ კასადო და ფრენკი დე იონგი შეუწყვილოს. დიდი ალბათობით, ხვალინდელ შეხვედრაშიც ამ დუეტს ვიხილავთ, თუმცა ორივე მათგანს ფრთხილად თამაში მოუწევს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნიდერლანდელ და ესპანელ ნახევარმცველებს უკვე 2-2 ყვითელი ბარათი დაუგროვდათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი დისკვალიფიკაციის ზღვარზე იქნებიან. "ბრიუგესთან" გაფრთხილების შემთხვევაში ფეხბურთელები მომდევნო ტურში "ჩელსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #5 6 ნოემბერი 2025 16:37
    0
    დღეს გადარჩნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 ნოემბერი 2025 00:01
    0
    ორივე დააყენა😂
    Culé [?]
    #3 4 ნოემბერი 2025 19:29
    3
    ბერნალი დააყენოს
    წევრი [?]
    #2 4 ნოემბერი 2025 13:50
    8
    ფრენკიმ ლიდერობა უნდა აიღოს პედრის არყოფნაში, მჯერა რომ შეუძლია
    --------------------
    Little boy from Rosario Santa Fe
    წევრი [?]
    #1 4 ნოემბერი 2025 13:09
    4
    ფრთხილად უნდა იყვნენ