ლამინ იამალი დისკვალიფიცირებულია
"აინტრახტთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (2-1) მიღებული გაფრთხილების გამო "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს.
იამალმა ყვითელი ბარათი "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრის 56-ე წუთზე მიიღო. პსჟ-სთან და "ბრიუგესთან" მიღებული გაფრთხილებების შემდეგ ეს მიმდინარე გათამაშებაში მისი მე-3 გაფრთხილება იყო, რაც ავტომატურად ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში "ბარსა" პრაღის "სლავიას" სტუმრად დაუპირისპირდება და იამალი ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]