სლავია-ბარსელონა - ალეხანდრო ბალდეს მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: ოთხშაბათი, 21 იანვარი, 23:55
"ბარსელონას" მარცხენა მცველმა ალეხანდრო ბალდემ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში პრაღის "სლავიასთან" სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
გვჯერა, რომ საქმეს კარგად ვაკეთებთ. ჩვენ "ბარსა" ვართ და ყოველთვის უნდა მოვიგოთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "რეალ სოსიედადთან" ვითამაშეთ, აუცილებლად მოვიგებთ. ზოგჯერ უბრალოდ ბურთს კარში შესვლა არ უნდა.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორი შეხვედრა უნდა მოვიგოთ, თუ გვინდა, რომ 8 საუკეთესო გუნდში მოხვდეთ. ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.
დაბალი ტემპერატურა პრაღაში? სიცივე ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ ეს საბაბი არაა. მატჩზე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
ტერ შტეგენი "ჟირონაში"? ის დღეს დილით გვესაუბრა. ჩემთვის ის მისაბაძი მაგალითია. ეს ეტაპი მას თავდაჯერებულობის დაბრუნებაში დაეხამრება. მარკს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
ცვლილებები "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ? იმ მატჩში კარგად ვერ ვითამაშეთ. თავდაჯერებულობა გვაკლდა. გასვლაზე 0-3 წაგება რთულია. გასახდელში ამაზე ვისაუბრეთ. ვიცით, რომ ბევრად უკეთ თამაში შეგვეძლო. ყოველდღე ბევრს ვმუშაობთ.
გოლების გაშვება? ყოველთვის არის რაღაცები, რისი გაუმჯობესებაც შესაძლებელია. შესაძლოა, იმაზე მეტი გავუშვით, ვიდრე უნდა გაგვეშვა, მაგრამ ასევე ბევრი გაგვაქვს. საბოლოო ჯამში, ვიმარჯვებთ, რაც მნიშვნელოვანია.
კონკურენცია კანსელუსთან? ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის დასახმარებლად მოდის, მნიშვნელოვანია. ის შესანიშნავი მოთამაშეა და ახალგაზრდებს ძალიან დაეხმარება. კონკურენცია ყოველთვის კარგია. კონკურენცია რაც მაღალია, მით უკეთესია.
დროს წასვლა? მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. დრო ძალიან ნიჭიერი, შესანიშნავი ადამიანია. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურებთ. თითოეული ფეხბურთელი საკუთარ გზას თავად ირჩევს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 7 ]