ბარსელონა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს - მარიო გიოტცე

ბარსელონა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს - მარიო გიოტცე

  • თამაშის დრო: სამშაბათი, 9 დეკემბერი, 23:55

"აინტრახტის" შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" დაპირისპირების წინ კომენტარს აკეთებს.

ჩემს ბავშვობაში "ბარსელონა" ყოველთვის მნიშვნელოვანი გუნდი იყო, რადგან ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა და დამამახსოვრდა. ეს ახლაც ასეა.

"ბარსა" ფანტასტიკური კლუბია. მათ ისეთი სტილი აქვთ, რომლის ყურებაც გსიამოვნებს.

"სპოტიფაი კამპ ნოუზე" ერთხელ მითამაშია, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. რთული თამაში იქნება. 100%-ით მზად უნდა ვიყოთ, ბევრი ვიმუშაოთ და სირთულეები გადავლახოთ. ამ მატჩს მოუთმენლად ველით. ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება.

ფლიკს დიდი ხანია ვიცნობ. მასთან წარსულში მიმუშავია. ჩვენ ერთმანეთს ბევრი გამოცდილება გავუზიარეთ. ჰანსის დიდ პატივს ვცემ. მისი თამაშის სტილის, ძალიან შემტევი ფეხბურთის თაყვანისმცემელი ვარ. წინ დიდი გამოწვევა გვაქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 დეკემბერი 2025 15:17
    0
    ამან არ ჩაუდჟვა ლეოს 2014-ის ფინალში? ლიოვმა რო ზამენაზე შემოუშვა და წააქეზა გადი და დაუმტკიცე მესის რო უკეთესი ხარო.
    Culé [?]
    #4 10 დეკემბერი 2025 00:59
    0
    იმ თამაშში ბაიერნთან ერთად 3-0 წააგე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 დეკემბერი 2025 22:45
    0
    ვიცოდი, რომ თამაშობდა, მაგრამ აინტრახტში თუ იყო, აღარ მახსოვდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 დეკემბერი 2025 21:42
    0
    ანუ მარტო მე არ ვყოფილვარ ვისაც ეგონა, რომ ამან კარიერა დაასრულა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 დეკემბერი 2025 15:44
    0
    ეს ცოცხალი თუ იყო არც მახსოვდა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid