ჟერარ პიკე: ბარსელონა ყველა ტიტულის მოგების კანდიდატია

ჟერარ პიკე: ბარსელონა ყველა ტიტულის მოგების კანდიდატია

"ბარსელონას" ლეგენდა ჟერარ პიკე მიიჩნევს, რომ კატალონიურ გუნდს მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოგება შეუძლია.

"ბარსელონა" ისევე თამაშობს, როგორც შარშან თამაშობდა. "ბარსა" ძალიან შემტევი გუნდია, რომელიც ბევრს რისკავს, მაგრამ, ამავდროულად, შოუს დგამს, რაც, საბოლოო ჯამში, ხალხს უნდა: ბევრი გოლის გატანა და ასევე გაშვება, რაც ჰანსი ფლიკის მიდგომით მოსალოდნელია. ვფიქრობ, ისინი ყველაფრის მოგების პრეტენდენტები არიან, მათ შორის ჩემპიონთა ლიგისაც.

აშკარაა, რომ ევროპაში ამჟამად რამდენიმე ძალიან დიდი პროექტია. ეს კლუბები, ადრე თუ გვიან, ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ. მაგალითად, "არსენალი" ან პსჟ, რომელმაც ლიგა უკვე მოიგო; ასევე "რეალ მადრიდი" ან "ბაიერნი", რომელმაც, ვფიქრობ, კომპანისთან ერთად დონე აიმაღლა. ასე რომ, აშკარაა, გაგვიჭირდება.

- ციტირებს პიკეს სიტყვებს Sport.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 დეკემბერი 2025 15:34
    0
    ეს მაგარი მოღადავეა.
    Culé [?]
    #3 10 დეკემბერი 2025 00:57
    0
    ლეგენდარული ხუთი თითი❤️
    წევრი [?]
    #2 9 დეკემბერი 2025 21:53
    0
    პიკე რომ თამაშობდეს ფეხბირთს კარგი იქნებოდა
    გულშემატკივარი [?]
    #1 9 დეკემბერი 2025 18:24
    2
    ფლიკის სისტემაში პიკე გოუთი იქნებოდა❤️