მესი, ბუსკეტსი, ალბა და სუარესი MLS-ის გამარჯვებულები არიან
რამდენიმე საათის წინ MLS-ის 2025 წლის სეზონი დასრულდა და დასრულდა ისე, როგორც "ბარსელონას" გულშემატკივრები ვისურვებდით.
ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო კლუბი "ინტერ მაიამი" გახდა, რომელშიც ლუის სუარესი, სერხიო ბუსკესტი და ჟორდი ალბა თამაშობენ და რომელსაც ლიონელ მესი ლიდერობს.
მესის "ინტერ მაიამიმ" ფინალში ტომას მიულერის "ვანკუვერ უაითქეფსი" ანგარიშით 3-1 დაამარცხა. არგენტინელმა სრულად ითამაშა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სრულად ითამაშეს სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამაც, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულეს. ლუის სუარესი კი მთელი თამაში სათადარიგო იყო.
ლიონელ მესი 35 გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და 28 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტი გახდა. რა თქმა უნდა, ის დასახელდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც.
"ინტერ მაიამისთვის" ეს ისტორიაში MLS-ის პირველი ჩემპიონობა იყო, მესიმ კი კარიერაში 48-ე ტიტული მოიგო და ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელის წოდება კიდევ უფრო გაიმყარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]