ტიბო კურტუა: ლამინ იამალი ბარსელონაში ეპოქას შექმნის
"რეალ მადრიდის" კარის დარაჯი ტიბო კურტუა "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავზე, ლამინ იამალსა და მის გარშემო ატეხილ აურზაურზე საუბრობს.
გასულ თვეში გამართული "ელ კლასიკოს" წინ იამალის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ადგილობრივ პრესაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა "ბლანკოსის" ბელგიელი მეკარე მიიჩნევს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.
ჩემი აზრით, ლამინი დიდებული ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონაში" ეპოქას შექმნის.
"ელ კლასიკოს" წინ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა თამაშის ირგვლივ სიტუაცია დაძაბა და რა თქმა უნდა, პრესამ ეს აიტაცა. როდესაც დიდი წნეხის ქვეშ ხარ, ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობ, რასაც შემდეგ ნანობ. სწორედ ასეთია "კლასიკო". ზოგჯერ ასეთი ატმოსფერო გჭირდება კიდეც. ზედიზედ ოთხი "ელ კლასიკოს" წაგების შემდეგ მეტოქისგან ასეთი ქცევა გვჭირდებოდა და ამაზე რეაგირება უნდა მოგვეხდინა, რადგან მაშინაც კი, როდესაც ისინი იგებდნენ, ჩვენ მიმართ პატივისცემას არ იჩენდნენ.
- ციტირებს ტიბო კურტუას სიტყვებს Mundo Deportivo.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 4 ]