2023 წელს ბარსამ ლევანდოვსკის გოლების გატანისგან თავის შეკავება სთხოვა
ცოტა ხნის წინ პოლონეთში რობერტ ლევანდოვსკის ბიოგრაფიული წიგნი გამოქვეყნდა, რომელშიც ერთმა ეპიზოდმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. საუბარია პოლონელი თავდამსხმელის მიმართ "ბარსელონას" თხოვნაზე, გოლების გატანისგან თავი შეეკავებინა.
2022/23 წლების სეზონში "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკის კლუბის ოფისში დირექტორებთან შეხვედრა ჰქონდა. მათ შორის იყო პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც. ერთ-ერთმა დირექტორმა რობერტს სთხოვა, ლა ლიგის დარჩენილ მატჩებში გოლების გატანისგან თავი შეეკავებინა.
ამ დროისთვის პოლონელს უკვე 23 გოლი ჰქონდა გატანილი, კიდევ ორის გატანის შემთხვევაში კი მისი ყოფილი გუნდისთვის, "ბაიერნისთვის" "ბარსას" 2.5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსის გადახდა მოუწევდა. ვინაიდან "ბლაუგრანას" ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა, ხოლო ლევანდოვსკის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, ფეხბურთელი თხოვნას დასთანხმდა და ბოლო ორ ტურში, მიუხედავად სრულად თამაშისა, მას გოლი აღარ გაუტანია.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 2 ]