ბარსელონას ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნება სურს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონა" მარცხენა მცველის პოზიციაზე ალეხანდრო ბალდესთვის კონკურენტის მოყვანის იდეას განიხილავს და კანდიდატად მისი სეხნია, ალეხანდრო გრიმალდოა შერჩეული.
გრიმალდო "ბარსას" სკოლის აღზრდილია. მან "ბლაუგრანა" 2015 წელს 20 წლის ასაკში დატოვა და "ბენფიკას" მიაშურა, 2023 წლიდან კი გერმანულ "ლევერკუზენში" თამაშობს.
გრიმალდოს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის ზაფხულში მისი ფასი დაეცემა.
მატეო მორეტოს ცნობით 30 წლის ესპანელის დამატების სურვილს მიუნხენის "ბაიერნიც" გამოთქვამს, მაგრამ როგორც "ლევერკუზენს", ასევე თავად ფეხბურთელს "ბარსელონაში" ტრანსფერი ურჩევნია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 5 ]