რობერტ ლევანდოვსკის ბონუსების დეტალები ცნობილია

რობერტ ლევანდოვსკის ბონუსების დეტალები ცნობილია

გასული ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტრანსფერი რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" გადმოსვლა იყო. კატალონიელებმა მიუნხენელებს 45 მილიონი ევრო გადაუხადეს, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

გერმანული Bild-ის ჟურნალისტი ტობი ალტშეფლი პოლონელი ვარსკვლავის ბონუსებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, "ბარსელონა" "ბაიერნს" 1.25 მილიონ ევროს გადაუხდის ყველა სეზონში, რომელშიც ლევანდოვსკი მინიმუმ 25 გოლს გაიტანს. საუბარია ყველა ტურნირზე გატანილ გოლებზე. 4 წლის ჯამში კი ბონუსები მაქსიმუმ 5 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 16 თამაშში უკვე 17 გოლი გაიტანა. მოსალოდნელია, რომ ის 25 გოლზე მარტივად ავა. იმედია, "ბარსელონას" "ბაიერნისთვის" 5 მილიონის სრულად გადახდა მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ოქტომბერი 2022 19:21
    1
    კარგი პირობაა, იმედია ეს პატიოსნად მიუდგება თავის საქმეს.