ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
ის, რაც აქამდეც თითქმის გადაწყვეტილი იყო, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
გუშინ ღამით "ფურია როხამ" თურქეთს უმასპინძლა და 2-2 ითამაშა, ეს კი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისთვის საკმარისი გამოდგა. ესპანელები 2026 წლის მუნდიალზე ითამაშებენ, თურქები კი ბრძოლას ფლეი ოფში განაგრძობენ. ჯგუფში მე-3 ადგილზე საქართველო გავიდა, ხოლო ბოლოზე - ბულგარეთი.
გუშინდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პაუ კუბარსი და დანი ოლმო. ამ უკანასკნელმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა. თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ ფერან ტორესი და ფერმინ ლოპესი.
პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ასევე მოიპოვეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გერმანიამ, ჟიულ კუნდეს საფრანგეთმა, ფრენკი დე იონგის ნიდერლანდებმა და მარკუს რაშფორდის ინგლისმა. ფლეი ოფში ითამაშებენ რუნი ბარჯის შვედეთი, ანდრეას კრისტენსენის დანია და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 5 ]