ორი მარცხი და ჯგუფში ჩარჩენილი პირველი ბარსელონელი

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი მერვედფინალისტი გამოვლინდა და ჯგუფში პირველი "ბარსელონელიც" ჩარჩა.
D ჯგუფში თითქმის უმოტივაციო საფრანგეთმა ტუნისთან 0-1 წააგო. დეშამმა ჟიულ კუნდე სკამზე დატოვა, უსმან დემბელე კი მოედანზე 79-ე წუთზე შეუშვა.
წაგების მიუხედავად მოქმედმა ჩემპიონებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ახლადგამოვლენილი მერვედფინალისტი კი ავსტრალიაა, რომელმაც ანდრეას კრისტენსენის დანია 1-0 დაამარცხა. "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა სრულად ითამაშა, მისმა გუნდმა კი მოულოდნელად ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. დანიელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს და ისიც კრისტენსენის ანგარიშზეა.
კრისტენსენის გამოვარდნაში ჩვენთვის კარგი ისაა, რომ ის სეზონის მეორე ნახევრისთვის "ბარსელონასთან" ერთად უკეთ მომზადებას მოახერხებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]