ბარსელონაში ბევრი რამ ვისწავლე - უსმან დემბელე
“პარი სენ-ჟერმენის” ახლანდელმა და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ, რომელმაც გუშინ “ოქროს ბურთი” მოიგო, დაჯილდოების ცერემონიაზე ლამინ იამალსა და კატალონიურ კლუბზე ისაუბრა.
ვნახეთ, როგორ თამაშობდა იამალი მთელი სეზონის განმავლობაში. ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, შემდგარი მოთამაშეა. ვფიქრობ, თუ ყველაფერი სწორად აეწყობა, ლამინი ბევრ ტიტულს მოიგებს, მათ შორის “ოქროს ბურთს”.
მადლობა ყველა კლუბს, სადაც მითამაშია: “რენს”, “დორტმუნდსა” და იმ კლუბს, სადაც თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი - “ბარსელონას”. იქ ბევრი რამ ვისწავლე, რადგან ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, როგორებიც მესი და ინიესტა არიან. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ.
- განაცხადა დემბელემ.
“ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე იამალმა მე-2 ადგილი დაიკავა, რაფინიამ - მე-5, პედრიმ მე-11, ლევანდოვსკიმ კი - მე-17.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]