როდრი ერნანდესი: ლამინ იამალი ოქროს ბურთს მალე მოიგებს
2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა, როდრი ერნანდესმა დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ პუბლიკას მიმართა და ლამინ იამალზეც ისაუბრა:
დარწმუნებული ვარ, ლამინ იამალი ოქროს ბურთს მალე მოიგებს. ლამინ, გულმოდგინედ მუშაობა გააგრძელე და ამას მიაღწევ.
დღეს, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მითხრა, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული გავხდებოდი, სწორედ ლამინი იყო.
ეს ესპანური ფეხბურთის გამარჯვებაა. ჩემს წარმატებას იმ ფეხბურთელებს ვუძღვნი, რომლებიც ოქროს ბურთს იმსახურებდნენ, მაგრამ ვერ მოიგეს - ინიესტას, ჩავის, კასილიასს, ბუსკეტსს. იმ ნახევარმცველებს წარმოვაჩენ, რომლებიც წლების განმავლობაში გვყავდა. დღეს, გულმოდგინე მუშაობის შედეგი ყველამ ნახა
მეგობრებმა მითხრეს, რომ დღეს ფეხბურთმა გაიმარჯვა.
- განაცხადა ესპანელმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 41 ]