ნიუკასლი-ბარსელონა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ნიუკასლი-ბარსელონა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

  • თამაშის დრო: ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 23:00

დღეს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების გათამაშების პირველ მატჩს გამართავს. კატალონიური კლუბი "ნიუკასლს" ესტუმრება.

"ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ნიუკასლთან" დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა.

კარგი სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცით, რომ იოლი მატჩი არ გვექნება. უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ.

"ნიუკასლს", ალბათ, პრემიერ ლიგაში საუკეთესო ატმოსფერო აქვს. ძალიან ინტენსიურ, ძლიერ გუნდს ველი. ედი ჰაუ შესანიშნავი მწვრთნელია. ისინი ამ გუნდს წლების განმავლობაში აკომპლექტებდნენ. "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობამ ფანტასიკურად იმუშავა.

ძალიან დადებითად შევაფასებდი იმას, რაც "ვალენსიას" წინააღმდეგ ვნახეთ. ყველა ასპექტში კარგად ვთამაშობთ. ხვალ ამ თავდაჯერებულობით თამაში მნიშვნელოვანია. ბურთი უნდა შევინარჩუნოთ და სივრცეები გამოვიყენოთ. ადვილი მატჩი არ იქნება. "ნიუკასლი" ძალიან ძლიერია.

ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი მატჩების მოსაგებად გამოცდილება გვაკლია. ეს გასულ სეზონში ვაჩვენეთ.

იამალის არყოფნა? ჩვენ რაშფორდი გვყავს და ის აქ სწორედ ამიტომაა - იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თავდამსხმელი ვერ ითამაშებს. მარკუსმა კვირას აჩვენა, რამდენად კარგი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ამას ინგლისში ისევ გააკეთებს.

რაფინია ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

შემადგენლობა? ხვალ ვნახოთ. ვარჯიშის ჩატარება და 8 საათი ძილი მჭირდება იქამდე, სანამ გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს.

ნიკ ვოლტემადე? მას კარგად არ ვიცნობდი. ვოლტემადეს რამდენიმე თამაშს ვუყურე და მისი პროგრესით გაკვირვებული დავრჩი. ვნახოთ, როგორ განვითარდება. მას დიდი პოტენციალი აქვს. მიხარია, რომ გერმანიას შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავს.

არაუხოს გამოყენება "ნიუკასლის" ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელებთან გასამკლავებლად? შესანიშნავი გუნდი გვყავს. გარსიამ და კუბარსიმაც კარგად ითამაშეს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ვნახოთ.

რაშფორდს თვალს "მანჩესტერ იუნაიტედში" დებიუტიდან ვადევნებ. მას აქვს სისწრაფე, ერთი-ერთზე თამაშისა და გოლის გატანის უნარი. რაც მისგან ამ პირველ კვირებში ვნახე, ძალიან კარგია. მარკუსს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც, დარწმუნებული ვარ, გამოავლენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 32 წუთის წინ
    0
    არაუხო ვერ არის საიმედო, მაგრამ იქნება მაგათ ახმახებთან გამოდგეს, ოღონდ ცოტა ტვინიც უნდა გაანძრიოს თამაშის დროს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 საათის წინ
    2
    კუბარსის და გარსია გადაუვლიან კატოკივით ის ამბალები. არაუხოს დააყენებს დიდი ალბათობით, მინუმუმ კრისტენი მაინც უნდა დადგეს თორე დაგვერხევა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 6 საათის წინ
    1
    მიდი ჰერ ჰანს შენ იცი, სთხარე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 საათის წინ
    3
    კრისტენსენს არც უხსენებენ და არც თვითონ ახსენებს, უჩინმაჩინი ხოარაა რას გადაეკიდა ყველა მაგ კაცს, არაუხოთი შეიძლება დავიწყოვო კია ჩიტს კი დაგვაჭერინებს ეგ. რაშფორდი გაიტანს ამ თამაშში ასე მგონია, დანარჩენი სტანდარტულად ერთი ორს რაფაც შეაგდებს და კიდე იქნება რამე smile
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #3 დღეს, 01:45
    5
    ციტატა: Rick Sanchez
    ამ ორ დღეში ვიხილეთ 3 ესპანურ-ინგლისური დაპირსპირება. ატლეტიკოს ლივერპულმა მოუგო, ბილბაოს არსენალმა, ვილიარეალს კი ტოტენჰემმა, დროა გავაფუჭოთ ეს სტატისტიკა და ნიუკასლს მოვუგოთ. იამალის არყოფნამ არ უნდა შეაშინოს გუნდი.

    2-3 ბურთის სხვაობით მაინც უნდა მოვიგოთ, თან დიდი მოგვცეს კოეფოციენტი, ამხელა კოეფიციენტს
    კლასიკოში გვაძლევდნენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 დღეს, 01:33
    5
    ამ ორ დღეში ვიხილეთ 3 ესპანურ-ინგლისური დაპირსპირება. ატლეტიკოს ლივერპულმა მოუგო, ბილბაოს არსენალმა, ვილიარეალს კი ტოტენჰემმა, დროა გავაფუჭოთ ეს სტატისტიკა და ნიუკასლს მოვუგოთ. იამალის არყოფნამ არ უნდა შეაშინოს გუნდი.
    წევრი [?]
    #1 დღეს, 01:14
    11
    ხვალ უნდა მოიგო ჰიტლერი ბიძია, ვითომ ვალენსია არის, ესენიც შავთეთრი არიან. არ გვინდა 7 გოლი, 4 იყოს და ნაღდი.