ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ინტერთან მატჩის წინ
- თამაშის დრო: ოთხშაბათი, 30 აპრილი, 23:00
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში "ინტერთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
როდესაც ფინალში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ იმარჯვებ... ეს განსაკუთრებული იყო. ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ვართ კონცენტრირებულები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ოცნებაა.
ჩემპიონთა ლიგაზე შჩესნი ითამაშებს. ლა ლიგაში ვნახოთ.
დღეს სასტარტო შემადგენლობაზე საუბრის დრო არაა, რადგან წინ კიდევ ერთი დღე გვაქვს.
"ინტერს" დასასვენებლად ნაკლები დრო ჰქონდა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და ყველა 100%-ით დაიხარჯება.
"ნერაძურის" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს. მათ კარგი ნახევარდაცვა და ძალიან ძლიერი თავდამსხმელები ჰყავთ. რთული იქნება, მაგრამ მზად ვართ.
მესმის, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ნახევარფინალი ყველასთვის. "რეალ მადრიდთან" გამარჯვება შესანიშნავია, კარგი დრო გვიდგას. ამან, შესაძლოა, სტიმული მოგვცეს.
"ინტერის" 3 წაგება? ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულია. ფინალამდე ყველას ორი თამაში გვაშორებს. წინა მატჩებს მნიშვნელობა არ აქვს.
ვფიქრობ, მომდევნო სეზონში გუნდს მე გავწვრთნი. უკვე ვთქვი, რომ აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რის მიღწევასაც ვაპირებთ.
ბავშვებს ვეუბნები, რომ მთავარია, ყოველთვის 100%-ით დაიხარჯონ. მათ კარგი მენტალიტეტი აქვთ და უმაღლეს დონეზე თამაშობენ.
ფერმინი ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ შაბათს სხვა არჩევანი გავაკეთეთ. როდესაც ის მოედანზე შევიდა, ბრწყინვალედ ითამაშა. ფერმინი კარგად, მაღალ დონეზე თამაშობს.
კუნდე პროფესიონალია. საქმე მხოლოდ გოლს არ ეხება. აღსანიშნავია, როგორ ითამაშა ჟიულმა დაცვაში, როგორ შეაჩერა "რეალ მადრიდი". ის უმაღლეს დონეზე იმყოფება და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]