ჰანსი ფლიკის დილემა რაიოსთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკის დილემა რაიოსთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: კვირა, 31 აგვისტო, 23:30

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში "რაიო ვალიეკანოსთან" სტუმრად გასამართი დაპირისპირების წინ დიდი დილემის წინაშე დგას.

ფლიკმა სეზონის დასაწყისში მიანიშნა, რომ ხანგრძლივი სეზონის გათვალისწინებით, სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როტაცია ხშირად იქნება. კითხვის ნიშნებს ბადებს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია, რადგან რობერტ ლევანდოვსკის პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს, თუმცა აშკარაა, რომ მწვრთნელი გუნდში მეორე 9-იანად ფერან ტორესს მიიჩნევს. გერმანელმა სპეციალისტმა ამ თვის დასაწყისში ლევანდოვსკისთან საუბრისას ცხადყო, რომ მას სასტარტოში ადგილის დასამკვიდრებლად ტორესთან ბრძოლა მოუწევდა, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის ფორმის გათვალისწინებით.

Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "რაიოსთან" შეხვედრის წინ ჰანსი სწორედ ამ დილემის წინაშე დგას - ძირითად შემადგენლობაში ტორესი ათამაშოს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია თუ ლევანდოვსკი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და სრულ მზადყოფნაშია.

ლევანდოვსკის დაზიანების გამო ფერანმა სეზონის პირველი ორივე ოფიციალური მატჩი სასტარტოში დაიწყო და გოლი ორივე თამაშში გაიტანა. რობერტის დაბრუნებისთანავე მისი სათადარიგოზე დატოვება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად გამოიყურებოდა წინასასეზონო მზადებაზე, ასევე არასამართლიანი იქნებოდა.

MD მიიჩნევს, რომ შეტევაში იამალთან და რაფინიასთან ერთად, სავარაუდოდ, კვლავ ტორესი ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 1 სექტემბერი 2025 18:03
    0
    ტორესი იქნება ამ სეზონში ძირითადის კაცი
    Culé [?]
    #8 31 აგვისტო 2025 20:16
    0
    ციტატა: Albicelecte
    ეგ ჟოაო ნევეში რაცხა უნიკალური და გამორჩეული ვინმეა, ჯერ კიდევ ბენფიკაში მყავდა შემჩნეული, ბავშვი იყო და ბურთი მაგნიტივით ჰქონდა ფეხზე

    საქართველო- პორტუგალიას იმ ლეგენდალურ თამაშშიც მაგრა მანერვიულა

    მაგრა მინდოდა ბენფიკიდან ბარსას დაეთრია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 აგვისტო 2025 17:21
    1
    ეგ ჟოაო ნევეში რაცხა უნიკალური და გამორჩეული ვინმეა, ჯერ კიდევ ბენფიკაში მყავდა შემჩნეული, ბავშვი იყო და ბურთი მაგნიტივით ჰქონდა ფეხზე
    წევრი [?]
    #6 31 აგვისტო 2025 17:02
    1
    ვაბშე არცერთი არ ათამაშოს 😂😂😂
    Culé [?]
    #5 31 აგვისტო 2025 16:49
    0
    ციტატა: Fcbarcaforever
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ჟააოოო ნევესი რა მაგარი ბავშვია

    ეგ პედრი და მუსიალა/ვირცი ჩემი ოცნების ნახევარმცველები არიან

    Magi cdm ia tu cm??

    სმ მაგრამმ ბურთს მაგრად იჭერს

    აგერ პსჯ კი თამაშობს სდმ გარეშე და კი მაგარი გუნდი
    წევრი [?]
    #4 31 აგვისტო 2025 16:23
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ჟააოოო ნევესი რა მაგარი ბავშვია

    ეგ პედრი და მუსიალა/ვირცი ჩემი ოცნების ნახევარმცველები არიან

    Magi cdm ia tu cm??
    Culé [?]
    #3 31 აგვისტო 2025 15:35
    0
    ჟააოოო ნევესი რა მაგარი ბავშვია

    ეგ პედრი და მუსიალა/ვირცი ჩემი ოცნების ნახევარმცველები არიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 აგვისტო 2025 15:01
    0
    " რობერტ ლევანდოვსკის პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს, თუმცა აშკარაა, რომ მწვრთნელი გუნდში მეორე 9-იანად ფერან ტორესს მიიჩნევს. Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "რაიოსთან" შეხვედრის წინ ჰანსი სწორედ ამ დილემის წინაშე დგას - ძირითად შემადგენლობაში ტორესი ათამაშოს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია თუ ლევანდოვსკი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და სრულ მზადყოფნაშია".
    თამაშში ხოა 2 ტაიმი, არცერთს არ აწყენინოს და ვინც გაიტანს მომავალშიც ის ყავდეს ძირითადში.
    ფანი [?]
    #1 31 აგვისტო 2025 13:48
    2
    ლევანდოვსკი დავაყენოთ ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგაზე ტორესი და თამაშის დროს როტაციები ცვალონ ადგილები