ბარსელონას ატლეტიკოსთან მატჩში 3 ფეხბურთელი დაუბრუნდება
ფრენკი დე იონგი, პედრი და უსმან დემბელე გუნდთან ერთად 3 დღეა, სავარჯიშო სესიის ნაწილში მონაწილეობას იღებენ და მოსალოდნელია, რომ ხვალ სრულად ივარჯიშებენ.
ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ძალიან ინტენსიური სესიის ჩატარებას გეგმავს და მინი-მატჩსაც გამართავს. თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, დე იონგი, პედრი და დემბელე "ატლეტიკოსთან" მატჩში (23 აპრილი) დაბრუნდებიან.
წყაროს ცნობით, პედრი და დე იონგი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ. ამ უკანასკნელს სრული მატჩის ჩატარება შეუძლია, გონსალესს კი დაახლოებით 70-ე წუთზე შეცვლიან. რაც შეეხება დემბელეს: ფრანგი შეცვლაზე შემოვა და 15-20 წუთი მიეცემა.
ანდრეას კრისტენსენი, დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში დაბრუნდება, სერჟი რობერტო კი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]