პედრი, დემბელემ და დე იონგმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

პედრი, დემბელემ და დე იონგმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

"ბარსელონას" ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნებასთან ახლოს არიან.

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, პედრი, ფრენკი დე იონგმა და უსმან დემბელემ დღეს ნაწილობრივ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. 

წყაროს ცნობით, პირველადი შეფასებები დადებითია და სამწვრთნელო შტაბის მიზანი მინიმუმ პედრისა და დე იონგის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ დაბრუნებაა, დემბელეს დაბრუნება კი შესაძლოა კიდევ გადაიდოს.

მოსალოდნელია, რომ დაბრუნების შემთხვევაში, პედრი და დე იონგი კვირას გასამართ შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ, დემბელე კი მოედანზე მეორე ტაიმში შემოვა.

ტრავმირებულებს შორის რჩებიან სერჟი რობერტო და ანდრეას კრისტენსენი. დანიელი შესაძლოა 32-ე ან 33-ე ტურში, შესაბამისად, "რეალ ბეტისის" ან "ოსასუნას" წინააღმდეგ დაბრუნდეს, რაც შეეხება ესპანელს, მისთვის დიდი ალბათობით სეზონი დასრულებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 18 აპრილი 2023 20:21
    0
    როგორც იქნაა, დავიღალე ამ უფანტაზიო უმპალუმპებით😐
    წევრი [?]
    #7 18 აპრილი 2023 11:59
    0
    ციტატა: levanoza
    არის ასრულდა ოცნება, არის ასრულდა მიზანი, კიდევაც დაეზრდებიან ბარსას ლეკვები მგლისანი.
    დი-ნა-მო... დი-ნა-მო... დი-ნა-მო... laughing laughing laughing laughing

    joy joy joy joy joy joy joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 აპრილი 2023 02:06
    3
    ანუ დაბრუნდებიან და მე-2 ტიტული დაიდება;
    მაგრამ მომდევნო სეზონზე ფერანის და რაფინია დუხი არ ვნახო;
    ანსუ 9-იანზე "ხეტაფეებთან" ძირითადში და ძირითადისთვის შემზადება 1 სეზონი, სხვა დროს სკამზე
    Culé [?]
    #5 17 აპრილი 2023 23:58
    1
    არის ასრულდა ოცნება, არის ასრულდა მიზანი, კიდევაც დაეზრდებიან ბარსას ლეკვები მგლისანი.
    დი-ნა-მო... დი-ნა-მო... დი-ნა-მო... laughing laughing laughing laughing
    ფანი [?]
    #4 17 აპრილი 2023 22:16
    1
    Dembeles nebismieri tavmoyvare gundi am zafxuls 60 milionad gaushvebda. Prosta rad gvinda,skamze raphinia wava ra,messi dziritadshi,centrshi roberta/roque,marcxniv skamze abde da dziritadistvis vinme tesli vinger iyidon,dembeles 60,fati-40 torres 25-30. Seriozuli kushia ukve. Martines ufaso,gundogan ufaso.amrabats ar moiyvans es si*rebi tore buskecsac unda gaasxmevino,albas kide usikvdilod,plus robertos.
    Culé [?]
    #3 17 აპრილი 2023 19:12
    6
    ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი დემბელე ასე თუ მომენატრებოდა :დდდ
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აპრილი 2023 18:13
    2
    რაც შეეხება ესპანელს, მისთვის დიდი ალბათობით სეზონი დასრულებულია.
    ეს უნდა გაეშვათ, არ ღირდა კონტრაქტის გაგრძელება, ეხლახანს მოიშუშა ტრამვა და ისევ დაუბრუნდა ლაზარეთს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 17 აპრილი 2023 17:24
    11
    მადლობა ღმერთს. პედრის და დეიონგია გარეშე საშუალო დონე ვართ. დემბელეს გარეშე შეტევა 0.