ტრავმირებულთა დაბრუნების სავარაუდო თარიღები

ტრავმირებულთა დაბრუნების სავარაუდო თარიღები

"ბარსელონას" უკვე საკმაოდ დიდი ხანია, გუნდის 4 უმნიშვნელოვანესი წევრი (დე იონგი, დემბელე, პედრი, კრისტენსენი) აკლია.

დე იონგმა ტრავმა "რეალ მადრიდთან" მატჩში (2-1) მიიღო, რის გამოც ნაკრებშიც არ წასულა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ფრენკი გუნდს "ხეტაფეს" წინააღმდეგ კვირას გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება. ნიდერლანდელის რეაბილიტაციის პროგრესი კარგად მიმდინარეობს;

ტრავმის გამო ყველაზე დიდი დრო დემბელეს გაუცდა - მან დაზიანება 28 იანვარს "ჟირონასთან" (1-0) მატჩში მიიღო. ვარაუდობდნენ, რომ ფრანგი უფრო მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ სამედიცინო შტაბმა არ გარისკა.

უსმანი, შესაძლოა, მადრიდის "ატლეტიკოსთან" 23 აპრილს გასამართ მატჩში დაბრუნდეს. ეს ყველაზე რთული შეხვედრაა, რომელიც ჩავის შეგირდებს სეზონის ბოლომდე ელით;

პედრი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში (2-2) დაშავდა და გუნდს მნიშვნელოვან პერიოდში დააკლდა. ივარაუდება, რომ უსმან დემბელეს მსგავსად, მოედანზე გონსალესიც "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება;

კრისტენსენმა ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს, დანია-ფინეთის შეხვედრაში მიიღო. ანდრეასი ჩავის გუნდის დაცვის ხაზის შეუცვლელი წევრია, მისი არყოფნა კი აშკარად შეიმჩნევა.

ტრავმირებულებს შორის ის ყველაზე გვიან დაბრუნდება. დიდი ალბათობით, დანიელს მოედანზე "რაიო ვალიეკანოსთან" 27 აპრილს გასამართ მატჩამდე ვერ ვიხილავთ. 

[Sport]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 აპრილი 2023 00:46
    0
    წავაგეთ უკვე 4:0 რაღა აზრი აქვს, ლალიგა მაინც მოგებულოა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 აპრილი 2023 17:27
    0
    კიდევ კაი ამხელა ზაპასი გვქონდა ქულებში თორემ ესენი სეზონის ბოლომდე ალბათ ფიზიკურად ვერ მიაღწევდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 აპრილი 2023 12:39
    0
    ბერნარდო სილვა გვინდა ლაპორტ შე სროო
    Culé [?]
    #3 12 აპრილი 2023 12:28
    3
    გაგვლახეს უკვე
    ფანი [?]
    #2 12 აპრილი 2023 10:18
    7
    wink wink აბა ჰეე, ეგრევე მჩეხავ ატლეტიკოს დაატაკეთ ახალი გამოსულები და დაგვიბრუნებენ კიდეც ყველას ისევ ლაზარეთში..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 აპრილი 2023 05:39
    2
    შეურცხვა ნამუსი ხავის
    --------------------
    THUGS