As: პედრის ბენფიკასთან თამაში თითქმის გამორიცხულია
"ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, დიდი ალბათობით, "ბენფიკასთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
As-ის ინფორმაციით, მისი "ესპანიოლთან" თამაში გამორიცხულია, "ბენფიკასთან" კი - თითქმის, გამორიცხული. მან გუნდთან ერთად უკვე ხუთჯერ ივარჯიშა, მაგრამ ახალი სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მას ბოლო ორი თვე გაუცდა, მოედანზე დაბრუნებამდე, გუნდთან ერთად, მინიმუმ, ათი სავარჯიშო სესიის ჩატარება სჭირდება.
სავარაუდოდ, დაბრუნებასთან უსმან დემბელე უფრო ახლოსაა, ვიდრე ანსუ ფატი. ფრანგმა სათამაშო წუთები, შესაძლოა, "ვილიარეალთან" ან "ბეტისთან" გასამართ შეხვედრებში მიიღოს.
ექიმებისგან თამაშის ნებართვას ოთხი ფეხბურთელი მიიღებს: ჟერარ პიკე, ნიკო გონსალესი, ერიკ გარსია და სერჟი რობერტო. კატალონიური დერბი ხვალ, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]